ფრანკოფონიის საუნივერსიტეტო სააგენტოს გრანტი

ფრანკოფონიის საუნივერსიტეტო სააგენტოს გრანტი

გაცნობებთ, რომ გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტის ჰუმანიტარული და სოციალური მეცნიერებების სკოლის ჟურნალისტიკის პროგრამის პროექტმა გაიმარჯვა ფრანკოფონიის საუნივერსიტეტო სააგენტოს (AUF) მიერ გამოცხადებულ საგრანტო კონკურსში "შექმენით, დააინიციატივეთ, გააუმჯობესეთ!"

 

საქართველოდან ამ კონკურსში გამარჯვება მხოლოდ გრუნიმ მოიპოვა!

 

საგრანტო კონკურსზე წარდგენილი პროექტის ფარგლებში, გრუნის მედიაცენტრმა სტუდენტების მონაწილეობით უნდა გადაიღოს მოკლემეტრაჟიანი ფილმი ფრანკოფონიის საუნივერსიტეტო სააგენტოსა და გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტში ფრანკოფონიის პოპულარიზაციაში შეტანილი წვლილის შესახებ. ფილმის პრემიერა შედგება უნივერსიტეტში, ხოლო შემდგომ, იგი გაშუქდება ფრანკოფონიურ მედიებსა და საიტებზე. უნივერსიტეტს გამარჯვებას ულოცავს საფრანგეთის საელჩო და ფრანკოფონიის სააგენტო.

 

ვუსურვებთ ჩვენ უნივერსიტეტსა და სტუდენტებს კიდევ მრავალ წარმატებას!