სიანს პო რენსი აცხადებს კონკურსს

სიანს პო რენსი აცხადებს კონკურსს

საფრანგეთის ქალაქ რენსის პოლიტიკური მეცნიერებების სკოლამ და გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტმა გამოაცხადეს კონკურსი 2024-2025 წლის პირველი სემესტრის სასერტიფიკატო პროგრამაზე. სწავლება მიმდინარეობს ინგლისურ ან ფრანგულ ენებზე და კურსდამთავრებულები მოიპოვებენ პოლიტიკური მეცნიერებების სკოლის დიპლომს, რომელშიც ასახული კრედიტები აღიარებული იქნება გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტის მიერ.

 

შეთავაზება, ძირითადად, ეხება სამართლის, საჯარო მმართველობისა და პოლიტიკის და ჟურნალისტიკის სკოლების სტუდენტებს, თუმცა, შესაძლებელია, განხილულ იქნეს სხვა სკოლების კანდიდატებიც.

 

კონკურსი ჩატარდება ორ ეტაპად:

  1. ინგლისური ან ფრანგული ენის B2 დონის შემოწმება;
  2. ჟიურისთან გასაუბრება.

 

განაცხადის შემოტანის ბოლო ვადაა 2024 წლის 08 აპრილი ადგილების რაოდენობა: 2

 

დამატებითი ინფორმაციის მისაღებად გთხოვთ მიმართოთ პროფესორ თამარ გაგოშიძეს: t.gagoshidze@gruni.edu.ge