ანტიკორუფციული ბიურო - გრუნის პარტნიორი

ანტიკორუფციული ბიურო - გრუნის პარტნიორი


გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტს ანტიკორუფციული ბიუროს ხელმძღვანელი რაჟდენ კუპრაშვილი და პროფესორი ზვიად გაბისონია სტუმრობდნენ.

 

ანტიკორუფციული ბიუროს უფროსმა სტუდენტებისთვის საჯარო ლექცია ჩაატარა, განიხილა ბიუროს საქმიანობის პრინციპები, მექანიზმები და ამ მიმართულებით არსებული საერთაშორისო გამოცდილება, ახალგაზრდებს გააცნო საქართველოს ეროვნული ანტიკორუფციული სტრატეგია.

 

ლექციის შემდეგ გაფორმდა თანამშრომლობის მემორანდუმიც, რომელიც ითვალისწინებს უნივერსიტეტის საჯარო მმართველობისა და პოლიტიკის სკოლასთან ერთობლივი საგანმანათლებლო პროგრამების, კვლევითი და სხვა მიზნობრივი პროექტების განხორციელებას, ასევე, სასწავლო პროექტების ორგანიზებას, რომელიც მიმართულია სამეცნიერო-კვლევების, ანტიკორუფციული საკითხების პოპულარიზაციის, სტუდენტების განვითარებისა და პროფესიული კადრების აღზრდის ხელშეწყობისკენ.

 

უნივერსიტეტის რექტორმა - მამუკა თავხელიძემ, მადლობა გადაუხადა სტუმრებს, კიდევ ერთხელ დაადასტურა ანტიკორუფციული საქმიანობის მნიშვნელობა და მზადყოფნა გამოთქვა ანტიკორუფციულ ბიუროსთან თანამშრომლობის განვითარების თაობაზე.

 

შეხვედრის დასასრულს პროფესორი ზვიად გაბისონია სტუდენტებს ციფრული მმართველობის მნიშვნელობისა და პერსპექტივების შესახებ ესაუბრა.

 

საჯარო ლექციას ონლაინფორმატით ბათუმის წარმომადგენლობის სტუდენტებიც ესწრებოდნენ.