ტრენინგი საჯარო მოხელეებისათვის

ტრენინგი საჯარო მოხელეებისათვის


2024 წლის 25-26 მარტს გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის პროფესორმა, საჯარო მმართველობის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის ხელმძღვანელმა, საჯარო მმართველობის დოქტორმა თეა სამჭკუაშვილმა ადგილობრივი თვითმმართველობის საჯარო მოხელეებისათვის ჩაატარა 2-დღიანი ტრენინგი - „მოხელის როლი და ღირებულებები საჯარო სამსახურში“.

 

ტრენინგის ფარგლებში განხილულ იქნა ისეთი მნიშვნელოვანი საკითხები, როგორებიცაა: საჯარო სამსახურში საქმიანობის პრინციპები, თანამდებობათა კლასიფიცირება, მოხელის კარიერის მართვა, მოხელის უფლებები, გარანტიები და მოვალეობები, დისციპლინური პასუხისმგებლობა, ეთიკისა და ქცევის ზოგადი წესები საჯარო სამსახურში და სხვ. მოცემული საკითხები მონაწილეებმა გაანალიზეს პრაქტიკაში მათი გამოყენების სირთულის თვალსაზრისით.

 

ამასთან, ტრენინგის მონაწილეები გაეცნენ კანონმდებლობით განსაზღვრული რეგულაციის ფარგლებში არსებულ ისეთ მნიშვნელოვან საკითხებს, რომლებიც ხელს უწყობს საჯარო მმართველობითი პროცესის ეფექტიანად განხორციელებას.

 

ტრენინგი განხორციელდა სსიპ საჯარო სამსახურის ბიუროს მიერ, დონორი ორგანიზაციის მხარდაჭერით.