გრუნი საზოგადოების სამსახურში

გრუნი საზოგადოების სამსახურში


საქართველოს სკოლის ექიმთა ასოციაციის, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციისა და გრუნის სამედიცინო სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის მიერ ერთობლივად ჩატარდა ტრეინინგი ადამიანის პაპილომა ვირუსული ინფექციის პრევენციის, იმუნიზაციისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის წარმომადგენლებთან კომუნიკაციის საკითხებზე.

 

ტრენინგი რამდენიმე დღე გრძელდებოდა და მის მუშაობაში მონაწილეობა მიიღო, სულ 152 ექიმმა. კურსის დასრულების შემდეგ მონაწილეებს გადაეცათ სერტიფიკატები და სასწავლო მასალა.

 

ტრეინინგი ჩაატარეს ჯანმოს მიერ სერტიფიცირებულმა ტრენერებმა.

 

პროექტს ხელმძღვანელობდა ლიანა სირაძე, გრუნის პროფესორი, გრუნის სამედიცინო სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის დირექტორი.