ყატარის ავიახაზების შეთავაზება გრუნის სტუდენტებს

ყატარის ავიახაზების შეთავაზება გრუნის სტუდენტებს


2024 წლის 19 მარტს, სტუდენტთა და კურსდამთავრებულთა მხარდაჭერის ცენტრის ორგანიზებით, გაიმართა Qatar Airways-ის წარმომადგენლების შეხვედრა სტუდენტებთან.

 

კომპანიის წარმომადგენლებმა სპეციალური პირობები შესთავაზეს უნივერსიტეტის სტუდენტებს, კერძოდ: ყველა სტუდენტს შესაძლებლობა აქვს, Qatar Airway-ის სერვისის გამოყენების შემთხვევაში, ისარგებლოს სხვადასხვა შეღავათით, მათ შორის:

  • 10%-დან 20%-მდე ფასდაკლება ყველა მიმართულების ბილეთებზე;
  • 10 კგ. ბარგის დამატებით, უფასოდ გადატანა;
  • ფრენის თარიღის ცვლილება, უფასოდ;
  • მეგობრის დამატება პროგრამაში და სარგებლის გაზიარება;
  • უფასო Wi-Fi ბორტზე.

 

ამ შეთავაზებების მისაღებად სტუდენტი აუცილებელია დარეგისტრირდეს შემდეგ პლატფორმაზე: https://www.qatarairways.com/en-ge/Privilege-Club/student-club-join-now.html?cid=EMGE329310

 

ნიშანდობლივია, რომ Qatar Airway-ის მომხმარებლებთან ურთიერთობის მენეჯერია ნიკა კოდიაშვილი, გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტის წარჩინებული კურსდამთავრებული.

 

სტუდენტთა და კურსდამთავრებულთა მხარდაჭერის ცენტრის საქმიანობის ერთ-ერთი მიზანია ხელი შეუწყოს კურსდამთავრებულთა აკადემიურ, კარიერულ და პერსონალურ განვითარებას, ასევე, კურსდამთავრებულებთან უწყვეტი და მჭიდრო კავშირის შენარჩუნებას.