პროფესორ პაატა კერვალიშვილის სამეცნიერო მიღწევები

პროფესორ პაატა კერვალიშვილის სამეცნიერო მიღწევები

გრუნი სამეცნიერო/აკადემიური საზოგადოების წინაშე პერიოდულად წარადგენს სხვადასხვა სკოლის პროფესორთა, ახალგაზრდა მკვლევართა მიღწევებს.

 

მედიცინის სკოლის პროფესორის - პაატა კერვალიშვილის, სამეცნიერო საქმიანობა საანგარიშო პერიოდში ( 2018 – 2023 წწ.) მოიცავს 66 სტატიასა და 4 წიგნს.

 

მისი კვლევის ძირითადი მიმართულებებია:

  1. პათოგენური მიკროორგანიზმების სპექტროსკოპია;
  2. ლაზერულ პლაზმური მეთოდები ბირთვულ სინთეზში;
  3. სილიციუმ-გრაფენის მზის ელემენტები;
  4. ატფ-ის რეზონანსული ოსცილაცია;
  5. ქვანტური ინფორმაციული სისტემები.

 

პროფესორის სამეცნირო აქტივობა მოიცავს პატენტთან დაკავშირებულ ავტორობასაც.

 

გამოცემული ნაშრომები:

  1. თ. ბერბერაშვილი, ჰ. ბახთიარი, პ.კერვალიშვილი, ფოტოგარდამქმნელი მოწყობილობა, P 2020 7134 B, განაცხადის შეტანის თარიღი: 27-12-2018, რეგისტრაციის თარიღი: 15-07-2020;
  2. პ. კერვალიშვილი, თ. ბერბერაშვილი, თ. ბჟალავა, ლ. ჩახვაშვილი, ვირუსების ვიბრაციული სიხშირის განსაზღვრის მეთოდი, საქართველოს გამოგონება, 15657/1; AP 2021 15657, შეტანის თარიღი: 09-06-2021. განაცხადის შეტანის თარიღი: 09-06-2021. რეგისტრაციის თარიღი: 06-10-2022;
  3. პ. კერვალიშვილი, ვ. მაიერი, ჰ. ბახთიარი. მოწყობილობა მყარსხეულოვანი ფირების მიღებისათვის ლაზერულ-პლაზმური მეთოდით. AP 2021 15728. შეტანის თარიღი: 03-09-2021. პატენტის გაცემის თარიღი: 21-01-2023;

 

უნივერსიტეტი წარმატებულ სამეცნიერო საქმიანობას უსურვებს ბატონ პაატა კერვალიშვილს.