გამოსცადე ვაჭრობა ნიუ-იორკის საფონდო ბირჟაზე

გამოსცადე ვაჭრობა ნიუ-იორკის საფონდო ბირჟაზე

უფასო პრაქტიკული კურსი სკოლის მოსწავლეებისთვის

 

გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის ბაზაზე დაფუძნებული სტუდენტური საინვეესტიციო ფონდი ტრეიდერების ჰაბთან ერთად მოსწავლეებს სთავაზობს ერთდღიან მასტერკლასს.

 

კურსის განმავლობაში მოხდება სხვადასხვა ფინანსური თემების გარჩევა და პრაქტიკული ნაწილის გაზიარება. კურსის ბოლოს სკოლის მოსწავლეებს ექნებათ შესაძლებლობა მიღებული ინფორმაციით ივაჭრონ ფინანსურ ბაზარზე და გამოსცადონ რეალურ დროში ის თუ როგორ მუშაობენ ფინანსური ბაზრები.

 

განსახილველი თემების მოკლე ჩამონათვალი:

  • რა არის საფონდო ბირჟა?
  • რა არის პორტფოლიო და როგორ ხდება მისი რეალურ დროში მართვა?
  • მაკროეკონომიკის ანალიზი და მისი დეტალები
  • რას მოიცავს ფუნდამენტალური და ტექნიკური ანალიზი
  • ინვესტიციების დროს ხშირად დაშვებული შეცდომები
  • რა არის ტრეიდინგი?
  • რა განსხვავება ინვესტიციებსა და ტრეიდინგს შორის?
  • ტერმინოლოგიები, რომლებიც უნდა ვიცოდეთ
  • შემოსავლიანობის კოეფიციენტის განსაზღვრა
  • რისკ-მენეჯმენტი ინვესტიციებსა და ტრეიდინგში.

სპიკერები:

რატი ქირია - ტრეიდერების ჰაბის დამფუძნებელი, საინვესტიციო ანალიტიკოსი, ტრეიდერი.

ვახტანგ ჭარაია - პროფესორი, გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის პრორექტორი, ბიზნესისა და მართვის სკოლის დეკანი.

ლაშა მელიქიშვილი - ტრეიდერების ჰაბის ანალიტიკოსი, ტრეიდერი, მენტორი.

ზუკა წერეთელი - ტრეიდერების ჰაბის ანალიტიკოსი, ტრეიდერი, მენტორი.

მარიამ ზარანდია - ტრეიდერების ჰაბის მენტორი.

 

შეხვედრის დრო და ადგილი: 6 მარტი, 14:00 სთ.

მისამართი: ირინა ენუქიძის 3

სარეგისტრაციო ბმული: https://forms.gle/LNA28TApYGf8ZoyY9

 

შეკითხვების შემთხვევაში მოგვწერეთ: rati@kiria.ge