კვლევითი მობილობა რუმინეთში

კვლევითი მობილობა რუმინეთში

გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტი აცხადებს კონკურსს სადოქტორო მობილობაში მონაწილეობის შესახებ.

 

რუმინეთის მთავრობის, საგარეო საქმეთა სამინისტროსა და ფრანკოფონიის საუნივერსიტეტო სააგენტოს დაფინანსებით, „ეუჟენ იონესკუს" - კვლევითი ფონდი საშუალებას აძლევს გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის ყველა მიმართულების დოქტორანტს, ისარგებლოს სამთვიანი კვლევებითი მობილობით რუმინეთის პარტნიორ ერთ-ერთ უმაღლეს სასწავლებელში.

 

დაფინანსდება მობილობის მონაწილე დოქტორანტების მგზავრობის ხარჯები და დაენიშნებათ ყოველთვიური სტიპენდია.

 

მსურველებმა მიმდინარე წლის 4 დეკემბრის ჩათვლით უნდა მიმართონ გრუნის საერთაშორისო ურთიერთობების ცენტრს ელფოსტაზე: t.gagoshidze@gruni.edu.ge