გრუნის სტუდენტები - საფრანგეთში

გრუნის სტუდენტები - საფრანგეთში

2023 წლის სექტემბერიდან გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის კიდევ ორი სტუდენტი გააგრძელებს სწავლას საფრანგეთში.

 

რენის პოლიტიკური მეცნიერებების უმაღლეს სკოლასთან (Sciences Po Rennes) დადებული ხელშეკრულების ფარგლებში, კონკურსის საფუძველზე, ინგლისურენოვან პროგრამაზე ჩაირიცხნენ: გიორგი რურუა, საჯარო მმართველობის და პოლიტიკის სკოლის საბაკალავრო პროგრამა და კესო მანჩხაშვილი, ჰუმანიტარული და სოციალური მეცნიერებების სკოლის ჟურნალისტიკის საბაკალავრო პროგრამა.

 

სტუდენტების სწავლის ხარჯები დაფინანსდა საფრანგეთის რესპუბლიკის მთავრობის მიერ, ხოლო გაფორმებული ხელშეკრულების ფარგლებში მათ დაუფინანსდათ სავიზო მომსახურება და მგზავრობა;

 

ასევე, სტუდენტები მიიღებენ ყოველთვიურ სტიპენდიას. სემესტრის წარმატებით დასრულების შემთხვევაში, გიორგისა და კესოს გადაეცემათ რენის პოლიტიკური მეცნიერებების უმაღლეს სკოლაში სწავლის სერტიფიკატები და მათ მიერ დაგროვილი კრედიტები აღიარებულ იქნება მშობლიური უნივერსიტეტის მიერ.

 

ვუსურვებთ ახალგაზრდებს წარმატებას!