გრუნის სტუდენტები სწავლას კლერმონ-ოვერნის უნივერსიტეტში დაასრულებენ

გრუნის სტუდენტები სწავლას კლერმონ-ოვერნის უნივერსიტეტში დაასრულებენ

2023 წლის სექტემბერში გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის ბიზნესისა და მართვის სკოლის ორი სტუდენტი - სალომე ნოზაძე და ლუკა ჩხენკელი, კონკურსის წესით, კლერმონ-ოვერნის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიზნესადმინისტრირების ინგლისურენოვანი პროგრამის დამამთავრებელ კურსზე ჩაირიცხა.

 

სტუდენტების სწავლების ხარჯები ფინანსდება საფრანგეთის რესპუბლიკის მთავრობის მიერ და სასწავლო წლის წარმატებით დასრულების შემთხვევაში, სალომე და ლუკა მიიღებენ საფრანგეთის, კლერმონ-ოვერნის სახელმწიფო უნივერსიტეტის, ბაკალავრიატის სრული კურსის დასრულების დამადასტურებელ დიპლომებს.

 

ვუსურვებთ მათ წარმატებას!