კონფერენცია „საქართველოს ევროპული ინტეგრაცია - მიღწევები და გამოწვევები“

კონფერენცია „საქართველოს ევროპული ინტეგრაცია - მიღწევები და გამოწვევები“


2023 წლის 10 მაისს, გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის საჯარო მმართველობის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტისა და საჯარო მმართველობისა და პოლიტიკის სკოლის ორგანიზებით, გაიმართა კონფერენცია თემაზე: „საქართველოს ევროპული ინტეგრაცია - მიღწევები და გამოწვევები“.

 

კონფერენციაზე მოხსენებები წარადგინეს უნივერსიტეტის თბილისისა და ბათუმის პროფესორებმა, საჯარო მმართველობის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის თანამშრომლებმა, დოქტორანტებმა. მოხსენებები ეხებოდა საქართველოს ევროპულ პერსპექტივას, ევროპის კავშირის სხვადასხვა რეკომენდაციის შესრულების პროცესს, ასოცირების შესახებ ხელშეკრულების ფარგლებში დაგეგმილ და მიმდინარე რეფორმებსა და სხვა აქტუალურ საკითხებს.

 

კონფერენციის მომხსენებლებს გადაეცემათ სერტიფიკატი.

 

კონფერენციას უძღვებოდა გიორგი მირიანაშვილი, სამართლის დოქტორი, გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის რექტორის მოადგილე.