კომპანია „სფერო ჰოლდინგი“ - გრუნის პარტნიორი

კომპანია „სფერო ჰოლდინგი“ - გრუნის პარტნიორი


16 მარტს გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტსა და კომპანია „სფერო ჰოლდინგს“ შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა, რომელიც უნივერსიტეტის სტუდენტებისა და კურსდამთავრებულებისათვის სამუშაო ადგილების შეთავაზებასა და პრაქტიკის გავლის შესაძლებლობას გულისხმობს.

 

სფერო ჰოლდინგი მრავალპროფილური ორგანიზაციაა, რომელიც აერთიანებს დეველოპერულ და საინვესტიციო კომპანიებს. ამასთანავე ფლობს ორ არასამთავრობო ორგანიზაციას: იპოთეკითა და მევახშეებისგან დაზარალებულთა ასოციაციასა და მშენებლობით დაზარალებულთა გაერთიანებას. გარდა ამისა, სფერო ჰოლდინგს გაჩნია თავისი მედიაპლატფორმა „სფერო ფროდაქშენის“ სახით და ახალი ამბების სააგენტო „სფერო NEWS“, რაც გრუნის სტუდენტებისთვის მრავალმხრივი გამოცდილების მიღების შესაძლებლობაა.