კომპანია Majorel-ი გრუნიში

კომპანია Majorel-ი გრუნიში


2022 წლის 16 ნოემბერს კომპანია Majorel-ის წარმომადგენლები დასაქმების საკითხებზე სასაუბროდ გრუნის სტუდენტებს ეწვივნენ.

 

მოწვეულმა სტუმრებმა ახალგაზრდებს გააცნეს ინფორმაცია კომპანიაში დასაქმების შესაძლებლობებისა და ახალი პროექტების შესახებ. განიხილეს სტუდენტებისათვის მომზადებული სპეციალური შეთავაზებები, ისაუბრეს უნივერსიტეტთან შემდგომი თანამშრომლობის საკითხებზეც. უპასუხეს სტუდენტების კითხვებს.

 

Majorel-ი აუთსორსინგის მომსახურებას უწევს მსოფლიოში ცნობილ კომპანიებს.

 

შეხვედრა ბიზნესისა და მართვის სკოლის ორგანიზებით გაიმართა.