მენტორობის პროგრამის მესამე ნაკადი გაიხსნა

მენტორობის პროგრამის მესამე ნაკადი გაიხსნა


2022 წლის 18 ნოემბერს ამერიკის გაცვლითი პროგრამების საქართველოს მონაწილეთა ასოციაციამ ოფიციალურად გახსნა მენტორობის პროგრამის მესამე ნაკადი. ცერემონიას, რომელიც ვირტუალურად გაიმართა, ესწრებოდნენ პროგრამის მენტორები, მონაწილე სტუდენტები და პარტნიორი უნივერსიტეტების წარმომადგენლები.

 

გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტი უკვე მეორე წელია მონაწილეობს აღნიშნულ პროგრამაში. მენტორები, რომლებიც თითოეული სტუდენტისათვის სპეციალობის შესაბამისად შეირჩა, ერთი სემესტრის განმავლობაში იმუშავებენ ახალგაზრდებთან და დაეხმარებიან მათ პროფესიულ დაოსტატებაში, პიროვნული უნარ-ჩვევების გამომუშავებასა და მომავალი კარიერისათვის უკეთ მომზადებაში.

 

წელს ამ პროგრამაში გრუნის თბილისისა და ბათუმის 15 სტუდენტი მონაწილეობს.

 

პროგრამის გახსნის საზეიმო ცერემონიაში გრუნის რექტორის მრჩეველი ანა აბესაძე ჩაერთო, რომელმაც მადლობა გადაუხადა ეპაგს საინტერესო პროექტებისა და უნივერსიტეტთან ნაყოფიერი თანამშრომლობისათვის, სტუდენტებს კი შემდგომი წარმატება უსურვა.