აზერბაიჯანის განათლების მენეჯერთა ასოციაცია - გრუნის პარტნიორი

აზერბაიჯანის განათლების მენეჯერთა ასოციაცია - გრუნის პარტნიორი


2022 წლის 22 ნოემბერს გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტმა ხელი მოაწერა თანამშრომლობის მემორანდუმს აზერბაიჯანის განათლების საერთაშორისო მენეჯერთა ასოციაციასთან.

 

თანამშრომლობა ითვალისწინებს ერთობლივი ადგილობრივი თუ საერთაშორისო სასწავლო-საგანმანათლებლო პროგრამებისა და პროექტების განხორციელებას, რესურსების (მათ შორის, ინტელექტუალური) გაზიარებას, სხვადასხვა ღონისძიების ორგანიზებასა და კონსულტაციებს საერთაშორისო აკრედიტაციისა და უნივერსიტეტის საერთაშორისო რეიტინგის ასამაღლებლად.

 

ხელმოწერის ცერემონიამდე მხარეებმა განიხილეს ფორმალური და არაფორმალური განათლების საკითხები, ერთმანეთს გაუზიარეს მოსაზრებები განსახორციელებელ საქმიანობასთან დაკავშირებით, განსაზღვრეს პრიორიტეტები.

 

შეხვედრას ესწრებოდნენ: უნივერსიტეტის რექტორი მამუკა თავხელიძე, რექტორის მრჩეველი ანა აბესაძე და აზერბაიჯანის განათლების საერთაშორისო მენეჯერთა ასოციაციის წარმომადგენლები: თავჯდომარე, - არიფ ნაჯიმოვი და საერთაშორისო ურთიერთობების მენეჯერი, მეფარა ახმედოვა.