გრუნის სტუდენტების საჩუქარი სასირეთის ახალგაზრდებს

გრუნის სტუდენტების საჩუქარი სასირეთის ახალგაზრდებს


გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის სტუდენტური თვითმმართველობა შეუერთდა კასპის რაიონის სოფელ სასირეთის ახალგაზრდების ინიციატივას “ღია ბიბლიოთეკის“ მოწყობის თაობაზე.

 

2022 წლის 13 სექტემბერს სტუდენტები და ბიბლიოთეკის ხელმძღვანელი გულნარა ყეინაშვილი ქართველი გენერლისა და მხედართმთავრის გიორგი მაზნიაშვილის მშობლიურ სოფელ სასირეთს ესტუმრნენ და სხვადასხვა ასაკის მკითხველისათვის განკუთვნილი ლიტერატურა ჩაიტანეს, მათ არც პატარა მკითხველები დავიწყებიათ, რომლებსაც ფერადი და ილუსტრირებული საბავშვო წიგნები გადასცეს საჩუქრად.

 

უნივერსიტეტის წარმომადგენლებს მოსწავლეებთან ერთად სოფლის სკოლის დირექტორმა და პედაგოგებმაც უმასპინძლეს. გამოჩენილი ყურადღების გამო განსაკუთრებული მადლიერება გამოთქვა ადგილობრივმა მოსახლეობამაც.

 

“ღია ბიბლიოთეკების“ მონახულების შემდეგ სტუდენტებმა მასპინძელ ახალგაზრდებთან ერთად გიორგი მაზნიაშვილის სახლ-მუზეუმი დაათვალიერეს.