გრუნიმ პატივი მიაგო დედოფალ ელისაბედ II-ის ხსოვნას

გრუნიმ პატივი მიაგო დედოფალ ელისაბედ II-ის ხსოვნას


2022 წლის 15 სექტემბერს გრუნის წარმომადგენლები, მათ შორის, რექტორის მოადგილე გიორგი მირიანაშვილი და რექტორის მრჩეველი ანა აბესაძე, საქართველოში გაერთიანებული სამეფოს საელჩოს ეწვივნენ და მისი უდიდებულესობის დედოფალ ელისაბედ II-ის გარდაცვალების გამო თანაგრძნობა გამოუცხადეს საელჩოს პოლიტიკურ მდივანს ჯორჯინა ჰარმსვორთს და ჩანაწერი გააკეთეს სამძიმრის წიგნში სამეფო ოჯახისა და ბრიტანელი ხალხის მისამართით.

 

„...გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტი უერთდება საერთო მწუხარებას, ქედს იხრის მისი უდიდებულესობის ელისაბედ II-ის ხსოვნის წინაშე და გაერთიანებული სამეფოს მოსახლეობას შემდგომ მშვიდობასა და წინსვლას უსურვებს...“ - ნათქვამია სამძიმრის წერილში.