კარიერული განვითარების ტრეინინგი ბათუმში

კარიერული განვითარების ტრეინინგი ბათუმში


2022 წლის 20-22 ივლისს, გრუნის ბათუმის კამპუსში დამამთავრებელი კურსის სტუდენტებისა და კურსდამთავრებულებისთვის წარმატებით ჩატარდა 3 დღიანი კარერული გავითარების სასერთიფიკატო ტრეინინგი თემაზე: ბიზნეს კომუნიკაცია: როგორ გავხდეთ სტუდენტიდან დასაქმებულად.

 

ტრეინინგის გამავლობაში მსმენელები ინტენსიურად იყვნენ ჩართული პრაქტიკულ სწავლებაში - მოდელირებული სიტუაციების გათამაშებაში, დოკუმენტების შედგენასა და სხვა საინტერესო აქტივობებში.

 

ტრეინინგი დაეხმარება მონაწილეებს, უფრო თავდაჯერებულები იყვნენ ახალი სამსახურის ძიების პროცესში და ეფექტიანად წარმართონ კარიერის დაწყება და შემდგომი ეტაპები.

 

ღონისძიებას უძღვებოდა ლიანა ყანჩაველი, მდიდარი გამოცდილებისა და კომპეტენციის სპეციალისტი.