გრუნის სტუდენტები AUF-ის საერთაშორისო ფესტივალში მონაწილეობდნენ

გრუნის სტუდენტები AUF-ის საერთაშორისო ფესტივალში მონაწილეობდნენ


2022 წლის 11-15 ივლისს, ფრანკოფონიის საუნივერსიტეტო სააგენტოს (AUF) ორგანიზებით, ქალაქ ბუქარესტში გაიმართა საერთაშორისო სტუდენტური ფესტივალი.

 

სააგენტოს მიერ გამოცხადებული კონკურსის შედეგებითა და სრული დაფინანსებით ფესტივალზე გაემგზავრა გრუნის ორი სტუდენტი: ოთო არაბიძე, ჟურნალისტიკისა და მასობრივი კომუნიკაციის საბაკალავრო პროგრამის მეორე აკადემიური წლის სტუდენტი და ნანა გელაზონია, საჯარო მმართველობისა და პოლიტიკის სამაგისტრო პროგრამის პირველი კურსის სტუდენტი.

 

გრუნის სტუდენტები მონაწილეობდნენ ფესტივალის ფარგლებში გამართულ კონფერენციებსა და სხვა ღონისძიებებში. ამასთან ერთად, მათ თანატოლებს ფრანგულ ენაზე წარუდგინეს თავისი ქვეყანა და მშობლიური უნივერსიტეტი და დიდი მოწონებაც დაიმსახურეს.

 

ფრანკოფონიის საუნივერსიტეტო სააგენტოს მიერ ორგანიზებული პროექტისათვის 70-მდე სტუდენტი შეირჩა როგორც ცენტრალური, ისე აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებიდან.

 

ფესტივალის მიზანი ფრანგული ენის პოპულარიზაცია გახლდათ.