დოქტორანტთა საერთაშორისო მულტიდისციპლინური კონფერენცია

დოქტორანტთა საერთაშორისო მულტიდისციპლინური კონფერენცია


2022 წლის 15-16 ივლისს გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტში გაიმართა დოქტორანტთა საერთაშორისო მულტიდისციპლინური სამეცნიერო ონლაინკონფერენცია.

 

კონფერენციის მუშაობაში მონაწილეობდნენ: საქართველოს, ამერიკის, გერმანიისა და სომხეთის ახალგაზრდა მკველვრები, რომლებმაც წარმოადგინეს მოხსენებები საინტერესო და აქტუალურ საკითხებზე პოლიტიკის, სამართლის, განათლების, ტურიზმისა და ენის მიმართულებით.

 

კონფერენციის მონაწილეებს მიესალმნენ და წარმატებული მუშაობა უსურვეს უნივერსიტეტის პროფესორებმა: მაია გოგიაშვილმა, მურთაზ კვირკვაიამ, თამარ გამსახურდიამ.

 

კონფერენციის მუშაობას ხელმძღვანელობდა საერთაშორისო ინტეგრაციის ცენტრის დირექტორი თამარ თავხელიძე.

 

კონფერენციის მასალები გამოქვეყნება უნივერსიტეტის ვებგვერზე ელექტრონული ჟურნალის სახით.