სახელმწიფო ინსპექტორის საჯარო ლექცია სტუდენტებისთვის

სახელმწიფო ინსპექტორის საჯარო ლექცია სტუდენტებისთვის


2022 წლის 22 ივნისს გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტში სტუდენტებისთვის საჯარო ლექცია წაიკითხა საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს დამოუკიდებელი ინსპექტორის სამსახურის ხელმძღვანელმა ზურაბ აზნაურაშვილმა.

 

ლექციის თემა იყო დამოუკიდებელი ინსპექტორის როლი მოსამართლეთა დისციპლინურ პასუხისგებაში მიცემის პროცესში, რომლის ფარგლებში განხილულ იქნა:

  1. დისციპლინური სამართალწარმოების საფუძვლები;
  2. დისციპლინური სამართალწარმოების ეტაპები, გადაცდომისა და სახდელის სახეები;
  3. არსებული პრაქტიკის მიმოხილვა და სტატისტიკური ინფორმაცია.

 

ლექციას ესწრებოდნენ სამართლის, ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა, საჯარო მმართველობისა და პოლიტიკის სკოლების სტუდენტები.

 

ვიზიტის ფარგლებში ხელი მოაწერა თანამშრომლობის მემორანდუმს გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტსა და საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს დამოუკიდებელი ინსპექტორის სამსახურს შორის, რომელიც ითვალისწინებს ერთობლივი საგანმანათლებლო, შემეცნებითი, სასწავლო, სამეცნიერო-კვლევითი და სხვა მიზნობრივი პროექტების განხორციელებას; სამართლისა და საჯარო მმართველობისა და პოლიტიკის სკოლების სტუდენტთა პროფესიული უნარ-ჩვევების გაღრმავებას; სტუდენტთა სტაჟირებისა და სასწავლო პრაქტიკის ხელშეწყობას; აკადემიური პერსონალის პროფესიული მომზადებისა და კვალიფიკაციის ამაღლების პროცესის მხარდაჭერას;

 

სტუმარმა მაღალი შეფასება მისცა სტუდენტთა მომზადების დონეს.