ბრენდონ ჰარდინგი ბათუმელ სტუდენტებთან

ბრენდონ ჰარდინგი ბათუმელ სტუდენტებთან


10-18 ივნისს, გრუნის ბათუმის წარმომადგენლობის სტუდენტებისთვის ინგლისურის ენის სწავლების ასისტენტ-მასწავლებელმა, ფულბრაიტის პროგრამის ფარგლებში, ბრენდონ ჰარდინგმა, ინგლისური ენის ინტენსიური კურსი წაიყვანა. ბრენდონი გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტში გაზაფხულის სემესტრში ჩამოვიდა ინგლისური ენის სწავლების ხარისხის გაუმჯობესების ხელშეწყობის მიზნით.

 

ბრენდონთან ერთად, ლექცია თემაზე - ელექტრონული წერილის წერის ეტიკეტი - ჩაატარა რექტორის მრჩეველმა, ინგლისური ენის მასწავლებელმა ანა აბესაძემ, მეცადინეობაზე განიხილეს ისეთი საკითხები, როგორიცაა: ელექტრონული წერილის ტიპები, სტრუქტურა, წერის ეტიკეტი და სხვ.