ბათუმის წარმომადგენლობის ინგლისური ენის ლექტორთა პროფესიული განვითარება

ბათუმის წარმომადგენლობის ინგლისური ენის ლექტორთა პროფესიული განვითარება


10-11 ივნისს, ბათუმში, პროფესიული განვითარების პროგრამის ფარგლებში, ჩატარდა გრუნის წარმომადგენლობის ინგლისური ენის ლექტორთა ფასილიტაციის სესია, რომელსაც ფასილიტაციას უწევდა გრუნიში, აშშ-ს ასისტენტ-მასწავლებლის პროგრამით (ETA) მომუშავე ბრენდონ ჰარდინგი. სესიის მუშაობაში მონაწილეობდნენ ბათუმის წარმომადგენლობის ინგლისური ენის ლექტორები და ინგლისური ენის ლექტორი თბილისის კამპუსიდან ანა აბესაძე. კოლეგებმა განიხილეს უცხოური ენის სწავლებაში არსებული მეთოდური და ფსიქო-ლინგვისტური საკითხები, წარმოადგინეს საკუთარი გამოცდილება და გაანალიზეს მეთოდური ასპექტებით.

 

ბრენდონ ჰარდინგიმა და ანა აბესაძემ რამდენიმე საჩვენებელი მეცადინეობა ჩაატარა ბათუმელ სტუდენტებთან, რომლის გარშემო გაიმართა დისკუსია.