სტუმარმასპინძლობის საერთაშორისო სტანდარტების შესწავლა და ანაზღაურებადი სტაჟირება სტუდენტებისთვის

სტუმარმასპინძლობის საერთაშორისო სტანდარტების შესწავლა და ანაზღაურებადი სტაჟირება სტუდენტებისთვის


2022 წლის 10 მაისს გრუნიში ბიზნესისა და მართვის სკოლის სტუდენტებისთვის გაიმართა ონლაინშეხვედრა სასტუმრო Radisson Blu Iveria Tbilisi-ის HR დეპარტამენტის ხელმძღვანელთან - ეკა ლომიძესთან და სპეციალისტ ლიზა გეჯაძესთან.

 

შეხვედრა შეეხებოდა ამერიკის სავაჭრო პალატის მიერ გამოცხადებულ ანაზღაურებად სტაჟირებას მარიოტში, შერატონსა და რედისონში.

 

სტაჟირების მიზანია ხელი შეუწყოს საქართველოში სტუმარმასპინძლობის საერთაშორისო სტანდარტების დანერგვას და უზრუნველყოს კვალიფიციური პერსონალის, ასევე, სტუდენტების გადამზადება შესაბამისი მოთხოვნების გათვალისწინებით.

 

პროგრამა მოიცავს სტუმარმასპინძლობის საერთაშორისო სტანდარტების სწავლებას და ხორციელდება USAID-ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამის მხარდაჭერითა და საერთაშორისო ბრენდის სასტუმროებთან თანამშრომლობით.

 

სტაჟირების დროს სტუდენტები მიიღებენ ინსტრუქციას პარტნიორი სასტუმროების საერთაშორისო სერტიფიცირებული ტრენერებისგან.

 

დაინტერესების შემთხვევაში სტუდენტებს შეუძლიათ 2022 წლის 20 მაისამდე პირადი მონაცემები (CV) გააგზავნონ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: hr.tbilisi@sheraton.com

 

გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტსა და სასტუმრო Radisson Blu Iveria Tbilisi-ს შორის გაფორმებული თანამშრომლობის ფარგლებში ტურიზმის პროგრამის სტუდენტები პროფესიულ პრაქტიკას გადიან სასტუმროში, ასევე, მონაწილეობენ ტრენინგებსა და ღონისძიებებში.