გრუნისა და აზერბაიჯანის პედაგოგიური უნივერსიტეტის თანამშრომლობა ლექციათა ციკლით დაიწყო

გრუნისა და აზერბაიჯანის პედაგოგიური უნივერსიტეტის თანამშრომლობა ლექციათა ციკლით დაიწყო


გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტმა სულ ახლახან დაიწყო თანამშრომლობა აზერბაიჯანის პედაგოგიურ უნივერსიტეტთან და უკვე დაგეგმა ლექციათა ციკლი, რომელიც რეგიონული ცოდნის გაცვლასა და საერთაშორისო განათლების გაფართოებას ისახავს მიზნად.

 

თანამშრომლობის ფარგლებში პირველი ონლაინლექცია მიმდინარე წლის 2 აპრილს გაიმართა, რომელსაც უძღვებოდა პროფესორი რიჩარდ შლაითი, განსახილველი საკითხი ეხებოდა ენის წარმოშობის ისტორიას. პროფესორმა შლაითმა კონრეტულად ისაუბრა ენის როლზე კაცობრიობის ევოლუციაში, ენის კომუნიკაციურ და კოგნიტურ ფუქნციებზე, ენის განვითარების ლინგვისტურ თეორიებზე, ენის ცვლილებაზე ისტორიულ-დიაქრონულ ჭრილში და მისი ცვლილების მიზეზებზე.

 

ლექციის ესწრებოდნენ გუნისა და აზერბაიჯანელი სტუდენტები და ლექტორები, მათ შორის, ბათუმის წარმომადგენლობიდან. გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტიდან ლექციას ფასილიტაციას უწევდნენ გრუნის ამერიკელი მოხალისე მასწავლებელი, ბრენდონ ჰარდინგი, მოწვეული პროფესორი ბათუმის წარმომადგენლობიდან, თამარ დოლიძე და მოწვეული ლექტორი ანა აბესაძე.

 

მომდევნო ლექცია ჩანიშნულია 30 აპრილს, თემაზე „ინგლისური ენის ცვლილება მედიასა და გლობალურ კომუნიკაციაში Covid 19-ის პამდემიის დროსა და მის ფარგლებს გარეთ“, რომელსაც ჩაატარებს პროფესორი, თამარ დოლიძე.