აშშ-ს საელჩოს გაცვლითი პროგრამების ვებინარი ლექტორებისთვის

აშშ-ს საელჩოს გაცვლითი პროგრამების ვებინარი ლექტორებისთვის


მიმდინარე წლის 16 ნოემბერს გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტმა აშშ-ის საელჩოსა და ამერიკის მთავრობის გაცვლითი პროგრამების საქართველოს მონაწილეთა ასოციაციასთან თანამშრომლობის ფარგლებში გამართა ვებინარი, რომლის მიზანი იყო გრუნის აკადემიური პერსონალისათვის აშშ-ის საელჩოს მიერ დაფინანსებული გაცვლითი პროგრამების გაცნობა და შეთავაზება.

 

ვებინარი გახსნა აშშ-ის საელჩოს კულტურის ატაშემ კრისტოფერ ანდერსონმა, ხოლო პროგრამების შესახებ ისაუბრა საელჩოს გაცვლითი პროგრამების კოორდინატორმა თეა კუჭუხიძემ. მან უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლებს გააცნო სამი პროგრამა:

 

Fulbright Visiting Scholar Program - https://ge.usembassy.gov/education-culture/exchange-programs/fulbright-visiting-scholar-program-university-professors/

Fulbright Faculty Development Program - https://ge.usembassy.gov/education-culture/exchange-programs/fulbright-faculty-development-program/

Study of the United States Institute for Scholars - https://ge.usembassy.gov/education-culture/susischolars/

 

დაახასიათა თითოეულის სწავლის პირობები და ის მოთხოვნები, რომლებსაც ამერიკული მხარე უყენებს მონაწილეებს, ასევე, განიხილა აპლიკაციისა და სხვა დოკუმენტების მომზადების, სწავლის პერიოდში ამერიკაში ცხოვრებისა და აპლიკანტთა დაფინანსების საკითხები.

 

შეხვედრის დასასრულს მონაწილეებმა დააზუსტეს მათთვის საინტერესო საკითხები.

 

ვებინარს ასევე დაესწრო აშშ-ის მთავრობის გაცვლითი პროგრამების საქართველოს მონაწილეთა ასოციაციის თავმჯდომარე, მარიამ თურმანიძე.