აკადემიური პერსონალისა და ახალგაზრდა მკვლევრების საყურადღებოდ!

აკადემიური პერსონალისა და ახალგაზრდა მკვლევრების საყურადღებოდ!

მკვლევართა მობილობისა და კარიერული განვითარების ხელშეწყობის მიზნით, 2021 წლის 23 სექტემბერს გაიმართება EURAXESS -ის საქართველოს ეროვნული პორტალის ინაუგურაციის საერთაშორისო ღონისძიება.

 

ღონისძიებაში ქართველ მკვლევრებთან ერთად მონაწილეობას მიიღებენ უცხოელებიც, ასევე, კვლევითი და გრანტის გამცემი ორგანიზაციების წარმომადგენლები. ინაუგურაცია გაიმართება ონლაინ რეჟიმში, ინგლისურ ენაზე და მოიცავს რამდენიმე პანელურ დისკუსიასა და ვორქშოპს, მოწვეული სპეციალისტების მონაწილეობით.

 

დარეგისტრირდით შესაბამის ბმულზე და ხელი შეუწყვეთ თქვენი კარიერის განვითარებას!

 

მონაწილეობა უფასოა!

 

რეგისტრაცია მიმდინარეობს 20 სექტემბრის დღის ბოლომდე\!

 

ღონისძიების პროგრამა, ასევე მარტივი სარეგისტრაციო ფორმა შეგიძლიათ იხილოთ EURAXESS Georgia-ის პორტალზე:

 

https://www.euraxess.ge/georgia/news-events/euraxess-georgia-national-portal-inauguration