იტვირთება...
წარმომადგენლობის შესახებ

წარმომადგენლობის შესახებ

გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის ბათუმის წარმომადგენლობა 2014 წლის მარტში დაარსდა, სადაც ფუნქციონირებს ოთხი აკადემიური სკოლა. ყველა სკოლა გამოირჩევა მაღალკვალიფიციური აკადემიური პერსონალით და თანამედროვე მატერიალურ-ტექნიკური აღჭურვილობით.

 

წარმომადგენლობაში ხორციელდება 5 აკადემიური პროგრამა: სამართალი,ბიზნესის ადმინისტრირება - ტურიზმი, ბიზნესის ადმინისტრირება - ფინანსები, საჯარო მმართველობა და პოლიტიკა, ჟურნალისტიკა და მასობრივი კომუნიკაცია. ასევე, სამაგისტრო პროგრამა საჯარო მმართველობასა და ადმინისტრირებაში.

 

სასწავლო დისციპლინის ფარგლებში, სემინარული და პრაქტიკულ მეცადინეობებს უძღვებიან ადგილობრივი წამყვანი სპეციალისტები, ხოლო თეორიულ კურსებს, ძირითადად, თბილისიდან ჩასული პროფესორები და სპეციალისტები კითხულობენ.

 

ბათუმის წარმომადგენლობის სტუდენტები სარგებლობენ ყველა იმ სერვისით, რომელსაც უნივერსიტეტი თავის სტუდენტებს სთავაზობს, მათ, შორის, უცხოეთის პარტნიორ უნივერსიტეტებთან გაცვლით პროექტებში მონაწილეობა, ერაზმუს-მუნდუსის პროგრამებში ჩართვა, უცხოეთში სტაჟირებაზე გაგზავნა დ ა.შ.