File not found. ხარიხის მართვის ოფისის უფლებამოსილება

ხარიხის მართვის ოფისის უფლებამოსილება

  1. მონიტორინგს უწევს აკადმიური პროგრამების განხორციელებას, ატარებს მათ სისტემურ ანალიზს, შეფასებას.
  2. ორგანიზაციას უკეთებს სტუდენტთა მიერ საინფორმაციო-ტექნოლოგიური, საბიბლიოთეკო და მატერიალურ-ტექნიკური რესურსის, აგრეთვე, ცალკეული სასწავლო კურსის და, ამ კურსის ფარგლებში, პროფესორ-მასწავლებელთა მუშაობის ეფექტურობის შეფასებას.
  3. აფასებს სტუდენტთა საკვალიფიკაციო ნაშრომების შესაბამისობას დადგენილ ფორმალურ სტანდარტებთან.
  4. განახორციელებს მონიტორინგს და აანალიზებს სტუდენტთა სწავლის შედეგებს - შეფასების შესაბამისობას უნივერსიტეტის მიერ დადგენილ სტანდარტებთან.
  5. ხელს უწყობს ESTC კრედიტებისა და შეფასების სისტემის ეფექტურობის ამაღლებას, რისთვისაც კონსულტაციას უწევს პროფესორ-მასწავლებლებს და სტუდენტებს.
  6. აანალიზებს ცალკეული სასწავლო კურსისთვის მინიჭებული კრედიტების ოპტიმალურობას და წარუდგენს უნივერსიტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურს, სკოლის დეკანს.
  7. მონაწილეობს სკოლის თვითშეფასების პროცესში როგორც შიდა შეფასების, ისე აკრედიტაციის მიზნებისათვის.
  8. აანალიზემს აკადემიური პერსონალის სამეცნიერო და საგანმანათლებლო საქმიანობას შემუშავებული გეგმების მიხედვით და შედეგებს წარუდგენს სკოლის დეკანს.
  9. დეკანს და ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურს წარუდგენს ყველა ანალიტიკურ ინფორმაციას აკადემიური პროგრამების განხორციელებისა და სტუდენტთა აკადემიური განვითარების შესახებ.
  10. ორგანიზაციას უწევს სკოლის პროფესორ-მასწავლებელთა და სხვა სასწავლო პერსონალის პროფესიული განვითარების პროცესში ჩაბმას. აანალიზებს ამ პროცესს, ხოლო შედეგებს წარუდგენს ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურს.