მოგესალმებით. საჯარო მმართველობისა და პოლიტიკის სკოლის ვებ-გვერდზე ჩვენი სკოლის სტუდენტებს და აბიტურიენტებს, რომლებიც აპირებენ თავიანთი სტუდენტური ცხოვრება დაუკავშირონ ჩვენს უნივერსიტეტს და ყველას, ვისაც აინტერესებს ჩვენი სკოლის საბაკალავრო პროგრამა და საუნივერსიტეტო ცხოვრება.
ჩვენი სკოლა 10 წელზე მეტია რაც ფუნქციონირებს. მისი შექმნა განაპირობა იმ გამოწვევებმა, როგორიცაა ქვეყნის სამართლებრივი და დემოკრატიულ სახელმწიფოდ ჩამოყალიბების პერსპექტივა, ეს კი საქართველოში საჯარო ადმინისტრაციის რეფორმის აუცილებლობას იწვევს. რეფორმის პროცესებში მონაწილეობით გვეძლევა შანსი, ერთად შევიტანოთ წვლილი საქართველოს ევროპულ სახელმწიფოდ გარდაქმნის საქმეში. სწორედ ამ მიდგომამ განსაზღვრა საჯარო მმართველობისა და პოლიტიკის სკოლის ფორმირების აქტუალობა.
სკოლის შექმნას საფუძვლად უდევს უნივერსიტეტის 30 წლიანი გამოცდილება და ცნობილი მეცნიერების, ცალკეული დარგების წამყვანი სპეციალისტებისა და პრაქტიკოსი მუშაკების მონაწილეობით, უნივერსიტეტის საგანმანათლებლო საქმიანობის სრულყოფისათვის განხორციელებული რეფორმები.
უნივერსიტეტის საჯარო მმართველობისა და პოლიტიკის საბაკალავრო აკადემიური პროგრამა თავისი სტრუქტურით ერთ-ერთი უნიკალურია ქართულ საგანმანთლებლო სივრცეში.
საბაკალავრო პროგრამა შეიქმნა საქართველოში არსებული პროგრამებისა და გამოცდილების ანალიზისა და საერთაშორისო პრაქტიკის შესწავლის საფუძველზე. მის შექმნაში მონაწილეობდნენ, როგორც ჩვენი აკადემიური პერსონალი, ასევე, უცხოელი კოლეგები, დამსაქმებლები და გრუნის წარმატებული კურსდამთავრებულები. საჯარო მმართველობის საბაკალავრო პროგრამა 3 წლიანია, მან აკრედიტაცია 2025 წელს უნაკლოდ გაიარა.
პროგრამით გათვალისწინებულია თანამშრომლობა სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებთან, არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციებთან, მონაწილეობა გაცვლით პროგრამებში. ეს ყველაფერი კი არის პროგრამის წარმატებით განხორციელების მნიშვნელოვანი გარანტი.
უნივერსიტეტში შექმნილი თანამედროვე სასწავლო გარემო და ევროპული სტანდარტების მატერიალურ-ტექნიკური ბაზა არის აუცილებელი წინაპირობა თქვენი, როგორც საერთაშორისო მოთხოვნების შესატყვისი საჯარო მოხელეების მოსამზადებლად.
გისურვებთ წარმატებებს!
კეთილი სურვილებით,
დეკანი, პროფესორი ვახტანგ ჭარაია
