- მონიტორინგს უწევს აკადემიური პროგრამების განხორციელებას, ატარებს მათ ანალიზს, შეფასებას.
- ორგანიზებას უწევს სტუდენტთა მიერ საინფორმაციო-ტექნოლოგიური, საბიბლიოთეკო და მატერიალურ-ტექნიკური რესურსის, აგრეთვე, ცალკეული სასწავლო კურსის და, ამ კურსის ფარგლებში, პროფესორ-მასწავლებელთა მუშაობის ეფექტურობის შეფასებას.
- ამოწმებს სტუდენტთა საკვალიფიკაციო ნაშრომების შესაბამისობას დადგენილ ფორმალურ სტანდარტებთან.
- განახორციელებს მონიტორინგს და აანალიზებს სტუდენტთა სწავლის შედეგებს - შეფასების შესაბამისობას უნივერსიტეტის მიერ დადგენილ სტანდარტებთან.
- მონაწილეობს სკოლის თვითშეფასების პროცესში როგორც შიდა შეფასების, ისე აკრედიტაციის მიზნებისათვის.
- უშუალოდ ხელმძღვანელობს და აანალიზებს აკადემიური პერსონალის სამეცნიერო და საგანმანათლებლო საქმიანობის დაგეგმვისა და ანგარიშგების პროცესს, შედეგებს წარუდგენს სკოლის დეკანს/ ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურს.
- დეკანს და ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურს წარუდგენს ყველა ანალიტიკურ ინფორმაციას აკადემიური პროგრამების განხორციელებისა და სტუდენტთა აკადემიური განვითარების შესახებ.
- ორგანიზაციას უწევს სკოლის პროფესორ-მასწავლებელთა და სხვა სასწავლო პერსონალის პროფესიული განვითარების პროცესში ჩაბმას. აანალიზებს ამ პროცესს, ხოლო შედეგებს წარუდგენს ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურს.