იტვირთება...
ECTS–ის კოორდინატორი

ECTS–ის კოორდინატორი

  1. მობილობის მიზნებისათვის პროგრამის ხელმძღვანელთან ერთად ამზადებს დასკვნას მობილობის მსურველი სტუდენტის მიერ დაგროვილი კრედიტების ცნობისათვის.
  2. ამოწმებს აკადემიური ცნობის სისწორეს.
  3. ახდენს მობილური სტუდენტებისა და უცხოეთის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში კურსმოსმენილი სტუდენტების მიერ დაგროვილი კრედიტების იდენტიფიკაციას - შესაბამისი დასკვნის მომზადებას.
  4. უზრუნველყოფს უცხოეთის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში უნივერსიტეტის სტუდენტთა მობილობის განხორციელებისათვის საჭირო დოკუმენტების მომზადებას.
  5. კონსულტაციას უწევს პროფესორ-მასწავლებლებს კრედიტების განაწილების საქმეში.
  6. ეხმარება სტუდენტებს კრედიტების დაგროვების დაგეგმვაში.
  7. უზრუნველყოფს პროგრამის კატალოგში ახალი დისციპლინების შეყვანას და ნომრის მინიჭებას.
  8. ამოწმებს დიპლომისა და დიპლომის დანართის შევსების სისწორეს.