სკოლაში ხორციელდება სამივე საფეხურის სასწავლო პროგრამა: ბაკალავრიატი, მაგისტრატურა, დოქტურანტურა. ფუნქციონირებს სპეციალური მოსამზადებელი სასწავლო-ტრეინინგ კურსები.
სკოლის სტუდენტებს შესაძლებლობა აქვთ მონაწილეობა მიიღონ უცხოელ პარტნიორებთან ერთად განხორციელებულ ერთობლივ პროგრამებში და სწავლა გააგრძელონ საზღვარგარეთის ცნობილ უმაღლეს სასწავლებლებში.
სკოლაში მომზადებული სპეციალისტები კონკურენტუნარიანი არიან შრომის ბაზარზე, რაც დასტურდება კურსდამთავრებულთა დასაქმების მაღალი მაჩვენებლებით.
დღევანდელი მდგომარეობით სკოლა უზრუნველყოფს სტუდენტებისათვის ხარისხიანი მომსახურების მიწოდებას, როგორც პროგრამული ისე ტექნიკური თვალსაზრისით. აღსანიშნავია, რომ მომსახურების მიწოდების ფორმა და ხარისხი კონიუნქტურის ცვლილების შესაბამისად იცვლება და უმჯობესდება.
სკოლა სტრატეგიულ მიზნად განიხილავს საერთაშორისო შრომის ბაზრის მოთხოვნების შესაბამისი მაღალკვალიფიციური კადრების მომზადებას.