იტვირთება...
მიმოხილვა

მიმოხილვა

ბიზნესისა და მართვის სკოლა 
 

სკოლა მთავარ ამოცანად მიიჩნევს მიაწოდოს სტუდენტებს იმ ტიპის ცოდნა, რომელიც მათ კონკურენტუნარიანს გახდის არამარტო ქვეყნის შიდა ბაზარზე, არამედ მის ფარგლებს გარეთ. მოამზადოს ისინი ნებისმიერი დონის კომპანიასა და სახელმწიფო სტრუქტურებში სამუშაოდ, შეაძლებინოს საკუთარი საქმის ადვილად დაწყება.

 

სკოლა ახორციელებს სამივე საფეხურის საგანმანათლებლო პროგრამას - საბაკალავრო, სამაგისტრო, სადოქტორო პროგრამას.

 

სერიოზული წარმატებები იქნა მიღწეული ევრო-ატლანტიკურ საგანმანათლებლო სივრცეში ინტეგრაციის თვალსაზრისით.

 

სკოლაში მოქმედი პროგრამები, უცხოეთის პარტნიორი უნივერსიტეტების დასკვნით, თავსებადია მათ პროგრამებთან, ამდენად უნივერსიტეტსა და ამ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებს შორის გაფორმებულია ხელშეკრულებები ორი აკდემიური ხარისხისა და დიპლომის მინიჭების შესახებ.