სათაური: საჯარო მმართველობა / საჯარო ადმინისტრირება: შედარებითი ანალიზი | |
ავტორი: გვანცა ძიძიგური, თეა სამჭკუაშვილი | |
გამოქვეყნდა: გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტი | |
წელი: 2023 | |
საკვანძო სიტყვები: საჯარო მმართველობა, საჯარო ადმინისტრირება, უმაღლესი საგანმანათლებლო დარგი, პოლიტიკა | |
DOI: https://doi.org/10.55896/2298-0202/2023/56-64 | |
ელ. ფოსტა: gvantsa.dzidziguri21@gruni.edu.ge | |
რეზიუმე მსოფლიო დონეზე ორგანიზაციული სისტემის ზრდასთან ერთად, სამეცნიერო ლიტერატურის დღის წესრიგში გამოიკვეთა შესაბამისი დარგის პოლიტიკის გამიჯვნა მეცნიერების თეორიული ნაწილისგან და პირიქით, მასთან იდენტიფიცირების საკითხი. საუკუნეების განმავლობაში მიმდინარეობდა მმართველობითი სისტემების შესწავლა დარგობრივ დონეზე, მაგრამ მსოფლიო განვითარების ახალ ეტაპზე გადასვლის თანმდევ პროცესად იქცა ადმინისტრაციული მეცნიერების, საჯარო ადმინისტრირების სახით ჩამოყალიბების აუცილებლობა. ნაშრომში მოცემულია შედარებითი ანალიზი საჯარო მმართველობის და საჯარო ადმინისტრირების დარგებს შორის, სამაგიდე კვლევის სახით, რაც შესაძლებლობას იძლევა ჩამოყალიბდეს რეკომენდაცია უმაღლესი განათლების სისტემაში კონკრეტული დარგის ინტეგრირებასთან (რელევანტური ფორმულირებით) დაკავშირებით. |
|
გვერდები: 56-64 | |