სათაური: მწვანე ინვესტიციები: ტურიზმის მდგრადი განვითარების თანამედროვე ინსტრუმენტი (აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მაგალითზე) | |
ავტორი: სოფიო ლაზიშვილი, მაკა ფირანაშვილი | |
გამოქვეყნდა: გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტი | |
წელი: 2023 | |
საკვანძო სიტყვები: მწვანე ინვესტიცია, მდგრადი ტურიზმი, ეკომეგობრული, გარემოზე ზრუნვა, ტურისტული პროდუქტი, ინვესტიცია | |
DOI: https://doi.org/10.55896/2298-0202/2023/78-92 | |
ელ. ფოსტა: s.lazishvili@gmail.com | |
რეზიუმე სტატიაში განხილულია მწვანე ინვესტიციების გავლენის შედეგები აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში ტურიზმის მდგრადი განვითარებისა და ეკომეგობრული, ტურისტული მრავალფეროვანი პროდუქტის შექმნის შესახებ. თვისებრივი კვლევის ლიტერატურული მიმოხილვის მეთოდით შესწავლილი და გაანალიზებული იქნა მონაცემები სხვადასხვა წყაროებიდან, რომლის საფუძველზეც დადგინდა, რომ მსოფლიოში მწვანე ინვესტიციების განხორციელების მიდგომა სულ უფრო აქტუალური ხდება და პასუხობს იმ გამოწვევებს, რაც გლობალურად კაცობრიობის წინაშე დგას - ეკომეგობრული გარემოს შექმნა, განსაკუთრებით იქ, სადაც ადამიანი დასასვენებლად და გასაჯანსაღებლად მიდის. სტატიაში ახსნილია მწვანე ინვესტიციების მსოფლიო პრაქტიკისა და მათი გამოყენების შესახებ, საერთაშორისო სამეცნიერო ლიტერატურაში ასახული მიგნებები. სტატიის ფარგლებში განხორციელდა თვისებრივი კვლევის ინსტრუმენტის გამოყენებით საერთაშორისო ლიტერატურის, მსოფლიოში არსებული პრაქტიკის, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს, აჭარის ა.რ. ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის, ა(ა)იპ ტურისტული პროდუქტების განვითარების სააგენტოს საქმიანობის, სტრატეგიული გეგმებისა და საინვესტიციო პოლიტიკის შესწავლა მწვანე ინვესტიციების პოზიტიური გავლენის შესახებ. სტატისტიკური მონაცემების შეფასებით და შედარებით-ანალიტიკური მეთოდის გამოყენებით, დადგინდა, რომ აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში მწვანე ინვესტიციების სიმწირეა, ტურისტული პროდუქტის თვალსაზრისით, ძირითადად, ბუნებრივი რესურსების გამოყენებით ხდება მომსახურების მიწოდება. კვლევის შედეგების განზოგადოების გზით შექმნილია რეკომენდაციები, რაც დაეხმარება აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკას ტურისტული პროდუქტების მრავალფეროვნების შექმნასა და მასიური ტურიზმის კვალდაკვალ გარემოზე ნაკლები ზემოქმედების პროცესს. ამასთან, აღნიშნული საშუალებას მისცემს რეგიონს 4 სეზონის ტურისტული დანიშნულების ადგილის სტატუსის დამკვიდრებაში საერთაშორისო სამიზნე ქვეყნებში. წარმოდგენილი რეკომენდაციების განხორცი-ელების შესაძლებლობა საჭიროებს დამატებით კვლევას, როგორც გარემოს შესწავლის, ისე სახელმწიფო საგადასახადო პოლიტიკის, კომპეტენციების ნაწილში. სტატია საინტერესო იქნება სპეციალისტებისათვის, რომლებიც მოღვაწეობენ სახელმწიფო პოლიტიკის კვლევისა და ინოვაციური მმართველობითი სისტემების მექანიზმების დანერგვის სფეროში, ასევე სტუდენტები-სათვის, მკლევარებისათვის. |
|
გვერდები: 78-92 | |