იტვირთება...
პროექტი N11
GeoEng

პროექტი N11

პროექტის დასახელება

პერსონალურ მონაცემთა დაცვის მექანიზმები საქართველში.

 

განხორციელების ადგილი

საქართველო, გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტი.

 

განხორციელების ვადა

პროექტი განხორციელდა 2022 წლის ივნისიდან 2023 წლის მარტამდე.

 

პროექტის აღწერა

საქართველოში ინფორმაციული საზოგადოების ფორმირების პროცესში ადამიანის უფლებათა დაცვა და ინდივიდის ინტერესების უზრუნველყოფა სახელმწიფოს უპირველესი ამოცანაა. ამ ამოცანების გადაწყვეტის მექანიზმები ინფორმაციული ტექნოლოგიების განვითარების ფონზე მუდმივ ცვლილებებსა და დახვეწას ითხოვს. განვითარებულ ქვეყნებში „მონაცემთა დიდი მასივების“ ტექნოლოგია, ხელოვნური ინტელექტი და სხვა, არა მარტო მოხერხებული და კომფორტულია, არამედ ახალი გამოწვევებისა და საფრთხეების წინაშე აყენებს საზოგადოებას. რეალურ საფრთხეს წარმოადგენს ინდივიდის შესახებ მონაცემთა არაკონტროლირებადი დამუშავება, რომელიც შემდგომ, პოტენციურად, შესაძლებელია გამოყენებულ იქნეს ნეგატიური ან არასასურველი ფორმით, რადგან მათი მოდიფიკაციისა და არასანქციონირებული გამოყენების ალბათობა საკმაოდ დიდია. ნაშრომში პერსონალურ მონაცემთა დაცვის მმართველობითი მოდელი სტრუქტუირებულია იმდაგვარად, რომ დაცვის ორგანიზაციულ-სამართლებრივი, ტექნიკური მექანიზმებისა და ახალი ტექნოლოგიების ერთობლიობით ქმნის გარკვეულ ბალანსს პერსონალურ მონაცემთა, როგორც უფლებათა დაცვის კატეგორიასა და ეკონომიკურ კატეგორიას შორის. პერსონალურ მონაცემთა მართვის მოდელის დახვეწის მიზნით, შემოთავაზებულია მონაცემთა დამუშავების ორგანიზების, შეგროვილი ინფორმაციის ანალიზის, მონაცემთა დაცვის სამართლებრივი და ტექნიკური მექანიზმების ელემენტები, რომელიც შედგენილია მოქმედი კანონმდებლობისა და არსებული პრაქტიკის შესწავლა/ანალიზის საფუძველზე.

 

პროექტი ფარგლებში განხორციელებული კვლევა დაეხმარება დაინტერესებულ პირს პრაქტიკის შესწავლა - განზოგადების საფუძველზე კონკრეტული შემთხვევების პრაქტიკულ სამართლებრივ გადაწყვეტაში.

 

კვლევა შემდეგი ამოცანების გადაწყვეტას ემსახურება:

  • ინფრასტრუქტურის უსაფრთხოება;
  • მონაცემთა კონფიდენცი­ალურობის უზრუნველყოფა - ინტეგრაცია, კლასიფიკაცია, ინვენტარიზა­ცია;
  • მონაცემებთან დაშვების პოლიტიკა;
  • მონაცემების მართვა;
  • მონაცემთა ბაზის გასაღების მართვა;
  • დაცვის მექანიზმების სისრულე და რეაგირების პროცე­დურები. ბაზებთან მავნე ქმედების გამოვლენის ანალიტიკა, საფ­რთხე­ების გამოვლენა და რეაგირება, ანალიტიკის შედეგების უსაფრთხოება.

 

პროექტის მიზნები

პროექტის მიზანია პერსონალურ მონაცემთა დაცვის მექანიზმებით დაინტერესებულ პირებს დაეხმაროს მიღებული თეორიული ცოდნის შეფასებასა და განმტკიცებაში, რაც გამოიხატება:

  • მოქმედი კანონმდებლობის ანალიზისა და არსებული პრაქტიკის;
  • საქართველოში პერსონალურ მონაცემთა დაცვის სისტემის ანალიზში;
  • დაცვის მექანიზმების საერთაშორისო პრაქტიკის შეთავაზებაში;
  • პერსონალურ მონაცემთა დარგობრივი პრინციპით დამუშავების თავისებურებათა გაანალიზებაში;
  • პერსონალურ მონაცემთა დაცვის სტრატეგიული წინადადებების შეთავაზებაში.

 

მიზნობრივი ჯგუფი

კვლევის ფარგლებში მომზადებული ნაშრომი გახდება პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამართლის შესწავლის სახელმძღვანელო სტუდენტებისათვის და დაინტერესებული პირებისათვის, რომელიც დაეხმარება მათ წარმოშობილი სამართლებრივი საკითხების სწორად გააზრებასა და გადაწყვეტაში. პროფესორ - მასწავლებლებს კი ხელს შეუწყობს თეორიული მასალის სტუდენტებისათვის პრაქტიკული სახით მიწოდებასა და მათი ცოდნის შეფასებაში.

 

 

პროექტის კოორდინატორი (ხელმძღვანელი), სამუშაო და შემოქმედებითი ჯგუფი

პროექტის ხელმძღვანელი: ნიკა ასვანუა, საჯარო მმართველობის დოქტორი, ასოცირრებული პროფესორი

მის.: თბილისი, აღმაშენებლის ხეივანი; მე-13 კმ.

მობ.: 598 579 350; ელ. ფოსტა: nika.asvanua@gruni.edu.ge