იტვირთება...
საკონვენციო ბიურო საქმიანი ტურიზმის განვითარებისთვის
GeoEng

საკონვენციო ბიურო საქმიანი ტურიზმის განვითარებისთვის

ტურიზმი-დადებითად აისახება მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებაზე, ინფრასტრუქტურის ზრდაზე, განათლების ხარისხის ამაღლებაზე, სოფლის მეურნეობის განვითარებაზე, გარემოს უსაფრთხო გამოყენების პროცესზე და სხვა. ადამიანი გარკვეული მიზნით იწყებს მოგზაურობას, რისთვისაც იყენებს იმ რესურსებს რომელსაც სთავაზობს დანიშნულების ადგილი. სწორედ მოგზაურობის მიზნების მრავალფეროვნება განაპირობებს მასპინძლობის ინდუსტრიაში მომსახურებების დივერსიფიცირებას, ახალი ტურისტული პროდუქტების შექმნას, შესაბამისად, ფორმირდება ტურიზმის ახალი მიმართულება.

 

თანამედროვე ტურიზმის ინდუსტრია განებივრებულია და მოგზაურებს მრავალფეროვან არჩევანს სთავაზობს, როგორც ინდივიდუალურ, ისე საოჯახო, ჯგუფურ თუ სხვა სახის მომსახურებებს. გაერთიანებული ერების მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის მიერ ტურიზმის წამყვან მიმდინარეობებს შორისაა ეკოტურიზმი, საზღვაო, კულტურული, სათავგადასავლო, საქმიანი, საკრუიზო ტურიზმი და სხვა.

 

MICE ტურიზმი ცნობილი ტერმინია იმ ადამიანიებისათვის ვინც დასაქმებულია ტურიზმის, მასპინძლობისა და ღონისძიებების ინდუსტრიაში. (აბრევიატურა განიმარტება შემდეგნაირად: M - Meetings -შეხვედრები, incentives - აქტივობები, conferences - კონფერენციები, exhibitions - გამოფენები) მისი მთავარი ფუძე არის ღონისძიება, რომელიც მოიცავს მოგზაურობას და ტურიზმს. MICE ტურიზმის მიზნებისა და ამოცანების გაანალიზების შედეგად შესაძლებელია მოხდეს ტერმინის ზუსტი განსაზღვრა და იგი ჩამოყალიბდეს შემდეგი შინაარსით: MICE ტურიზმი ეს არის ტურიზმის მიმართულება, რომელიც მოიცავს დასვენებას, მოგზაურობას , ღონისძიებასა და სხვადასხვა შინაარსის შეხვედრებში მონაწილეობას, მნიშვნელოვანია, რომ ამ მიმართულებით სარგებლობის დროს მოგზაურს შესაძლებლობა აქვს ერთდროულად რამოდენიმე მიზანი ჰქონდეს, ამასთან გასათვალისწინებელია, რომ მიზნებიც რამდენიმე შეიძლება იყოს და თანაბრად მნიშვნელოვანი. MICE ინდუსტრია ახალისებს ბიზნეს დაგეგმოს, ორგანიზება გაუწიოს და ჩაერთოს ბიზნეს საქმიანობაში , ამასთან მონაწილეობა მიიღოს გასართობ და შემეცნებით ღონისძიებებში.

 

MICE ინდუსტრიის მდგრადი განვითარებისა და პოლიტიკის ეფექტურობისათვის შექმნილია ე.წ. საკონვენციო ბიურო, რომელიც თავის მხრივ წარმართავს ხსენებული ინდუსტრიის საქმიანობას, ხელს უწყობს ინდუსტრიის მდგრად განვითარებას.

 

თანამედროვე მსოფლიო სწრაფი ტემპით ვითარდება და ეს არავინ იცის იმაზე უკეთ ვიდრე ღონისძიებების მენეჯერებმა. ამ პროცესის განუყოფელი ნაწილია ინფორმაციის სწრაფი მიღება ,საჭირო რესურსისა და ინფორმაციის მიღება როცა ხდება ყოველგვარი დაბრკოლებების გარეშე. რა თქმა უნდა მიღებული ინფორმაცია უნდა იყოს სანდო და გადამოწმებული, უფრო თანამედროვე ტერმინით რომ ითქვს რელევანტური, პასუხობდეს დროსა და შესაძლებლობებს. სწორედ ასეთი პროცესის წარმართვისთვის არსებობს საკონვენციო ბიურო.

 

საკონვენციო ბიურო, როგორც წესი, არის არაკომერციული ორგანიზაცია დიდ ქალაქებსა და ტურისტულ დანიშნულების ადგილებში, რომელიც პასუხისმგებელია კონკრეტული მდებარეობის შესახებ ინფორმაციის მიწოდებაზე და ღონისძიების დამგეგმავის მხარდაჭერაზე. საკონვენციო ბიურო ხშირად არის რეგიონალური ტურისტული ორგანიზაციის ნაწილი, არის დეპარტამენტი ან სრულიად დამოუკიდებელი, ან სხვაგვარად არის მხარდაჭერილი ქალაქის ან ქვეყნის მიერ. თანამედროვე მსოფლიოში საკონვენციო ბიურო ასევე არსებობს კერძო სექტორის მხარდაჭერით, დარგობრივი ასოციაციებისა და ასევე PPP (Public Private Partnership) პრინციპით.

 

MICE ტურიზმი და საკონვენციო ბიურო მჭიდროდ დაკავშირებული სფეროებია. მზარდი ინდუსტრია დამოკიდებულია საკონვენციო ბიუროს ეფექტურ მუშაობაზე, რაც თავის მხრივ აუმჯობესებს ადგილობრივ დონეზე მოსახელობის სოციალურ ეკონომიკურ მდგომარეობას, იღებს მნიშვნელოვან მოგებას ტურიზმის ინდუსტრიის შემოსავლიდან.

 

საკონვენციო ბიუროს ეფექტური მუშაობა ვლინდება რამდენიმე მიმართულებით მათ შორის :

  • თანამედროვე მსოფლიოში საჭირო ინფორმაციის მოძიება არ წარმოადგენს სირთულეს, ნებისმიერ ადამიანს შეუძლია უმოკლეს ვადაში, ინტერნეტის გამოყენებით მოიპოვოს მისთვის საჭირო ინფორმაცია, თუმცა მეორეს მხრივ მიღებული ინფორმაციის სანდოობისა და სისწორის გაზომვა ვერ ხერხდება. სწორედ საკონვენციო ბიურო არის ასეთ შემთხვევაში, რომელიც პროფესიონალურად , მიკერძოების გარეშე მიაწვდის დაინტერესებულ მხარეს საჭირო , გადამოწმებულ, მიუკერძოებელ ინფორმაციას.
  • ღონისძიების დაგეგმვის დროს საორგანიზაციო საკითხებს შორის არის მრავალრიცხოვანი საკითხი, მათ შორის ღონისძიების ჩასატარებელი ადგილის, სასტუმროს,კვების ობიექტის, სხვადასხვა სივრცეების, დამხმარე და ტექნიკური პერსონალის და სხვათა შესახებ ინფორმაციის მომზადება. ამავე დროს მნიშვნელოვანია აღნიშნული ინფორმაცია იყოს გადამოწმებული და დამხმარე პერსონალის შემთხვევაში გამოცდილების მქონე. რათქმა უნდა მსგავსი ინფორმაციის მიღება არ წარმოადგენს სირთულეს თუმცა საკმაოდ დიდი დრო და რესურსი სჭირდება. ამ ფუნქციის შერსულება შეუძლია საკონვენციო ბიუროს , რომელიც აგროვებს და აანალიზებს კვლევებისა და სპეციალისტების შეფასებების მიხედვით კონკრეტულ ინფორმაციას.
  • ავია მგზავრობისა და სარკინიგზო კავშირები, სასტუმროსა და შეხვედრების ოთახის შესაძლებლობები, იდეები მხარდამჭერი პროგრამებისა და სწორი მიმწოდებელების შესახებ, ინფორმაცია ბიზნესის და სამეცნიერო ადგილმდებარეობის შესახებ. თქვენ გჭირდებათ ყოვლისმომცველი შეხედულებები ფაქტებსა და ციფრებში, რათა თქვენი კორპორატიული ღონისძიება, იდეა, კონგრესი ან სემინარი წარმატებული იყოს. შემდეგ შეგიძლიათ შეაფასოთ თქვენი ღონისძიების მიზანშეწონილობა დანიშნულების ადგილზე და შეაფასოთ ლოჯისტიკა და ხელმისაწვდომობა. საკონვენციო ბიუროს აქვს შესაძლებლობა , შეაგროვოს თქვენთვის სასურველი საინფორმაციო ბაზა და ამით დაზოგოთ დრო.
  • სამეცნიერო, სამედიცინო, საგანმანათლებლო, საზოგადოებაში და კონკრეტულ დარგებში მიღწევების მქონე ადამიანების, ე.წ. სპიკერების შესახებ ინფორმაცია, ასევე საინვესტიციო, ახალი გამოგონენებისა და მეცნიერული მიღწევების შესახებ ინფორმაციის, კონტაქტების მოპოვება შესაძლებელია საკონვენციო ბიუროს საშუალებით. აქვე მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ ბიუროს დახმარებით შესაძლებელია კონკრეტული სახელმწიფო პოლიტიკის განმახრციელებელი, ან სხვა თანამდებობის პირებთან შეხვედრების დაგეგმვა და ინფორმაციის მიღება. რაც ხშირ შემთხვევებში შეუძლებელია პროტოკოლისა და სხვა ფაქტორების გათვალისწინების გარეშე.
  •  თანამედროვე ციფრულ მსოფლიოში მნიშვნელოვანია ე.წ. დიჯიტალ შინაარსი, ანუ ფოტო/ვიდეო/აუდიო მასალა რომელიც ასევე დაკავშირებულია არც თუ ისე მცირე ბიუჯეტთან. ასევე საზოგადოებასთან ურთიერთობა და ინფორმაციის გავრცელება მასობრივი საინფორმაციო საშუალებებით (პრესა, ტელევიზია, ონლაინ პლატფორმა და აშ.). საკონვენციო ბიუროს საშულებით შესაძლებელია წინასწარ მთლიანი დიჯიტალ შინაარსის მიღება.

 

ერთის მხრივ მნიშვნელოვანია ვიცოდეთ მსოფლიოში ასებული საკონვენციო ბიუროების მიზნები, დანიშნულება და უფლებამოსილება, ხოლო მეორეს მხრივ კარგად ვაცნობიერებდეთ იმას, რომ ეფექტური საკონვენციო ბიურო მნიშვნელოვან საქმიანობას ახორციელებს და საჭიროებს მუდმივ განვითარებას.

 

საქართველოში საკონვენციო ბიურო 2016 წლიდან არსებობს სსიპ საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის შემადგენლობაში, რომლის მთავარ ამოცანას წარმოადგენს საქართველოში საქმიანი ტურიზმის (MICE) განვითარებისა და სხვადასხვა შეხვედრის, წამახალისებელი ტურების, კონფერენციების, გამოფენებისა და მსგავსი საერთაშორისო ღონისძიებების მოზიდვის ხელშეწყობა. ამასთან, საზღვარგარეთ საქართველოს საქმიანი ტურიზმის შესაძლებლობების შესახებ ინფორმაციის გავრცელება. საკონვენციო ბიუროს შემადგენლობაში შევიდა სახელმწიფო და კერძო სექტორის წარმომადგენლები. სახლმწიფო სექტორიდან საბჭოში წარმოდგენილი არის აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი.

 

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ინფორმაციით, საქართველო რამდენიმე თვის წინ გახდა ICCA-ს (საერთაშორისო კონგრესებისა და შეკრებების ასოციაცია) წევრი. ორგანიზაციის წევრობა ხელს შეუწყობს ქვეყანაში საერთაშორისო ღონისძიებების ჩატარებას და მრავალრიცხოვანი უცხოური დელეგაციების მოზიდვას. პროექტის პარტნიორია USAID-ის ეკონომიკური აღმავლობის ინიციატივა (EPI).