პერსონალური ბრენდის შექმნა
GeoEng

პერსონალური ბრენდის შექმნა

 

ბიზნესზე საუბრის დროს ყველას ესმის ბრენდინგის მნიშვნელობა. თუმცა, არანაკლები მნიშვნელობა გააჩნია პერსონალურ ბრენდს, რომელიც პიროვნებებთან არის ასოცირებული. პროფესიონალებმა არასდროს უნდა მიანიჭონ პერსონალურ ბრენდს იმაზე ნაკლები მნიშვნელობა, ვიდრე მას რეალურად გააჩნია. როდესაც პერსონალური ბრენდი სწორად არის ჩამოყალიბებული, ის შესაძლოა ადამიანების ყველაზე ღირებული აქტივადაც კი იქცეს. აღნიშნულ ბლოგში საუბარია იმაზე, თუ რისი გააზრება და დაგეგმვაა საჭირო იმისთვის, რომ წარმატებული პერსონალური ბრენდი შეიქმნას.

 

რა არის პერსონალური ბრენდი?

პირველ რიგში, საჭიროა გაკეთდეს განმარტება თუ რა არის პერსონალური ბრენდი. ბრენდინგი გავლენას ახდენს საზოგადოებაში ამა თუ იმ ინდივიდის შესახებ გარკვეული აღქმის ჩამოყალიბებაზე. პერსონალური ბრენდინგი უკავშირდება რეპუტაციის, იმიჯის შექმნას, რაც გამოიყენება გარესამყაროში ინდივიდის მარკეტირებისთვის. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, პერსონალური იმიჯი არის ამბავი, რომელსაც პიროვნების შესახებ ყვებიან, როდესაც ის ოთახში არ იმყოფება. თქვენი ამბის მოყოლა, რეალურ ცხოვრებასთან ერთად, ონლაინაც ხდება და ადამიანებს აქვთ შესაძლებლობა თავიანთი ბრენდის კონკრეტული მიმართულებით პოზიციონირება მოახდინონ, ან მიენდონ პროცესების დინებას და გარშემომყოფებს მიანდონ თავიანთი იმიჯის ჩამოყალიბება.

 

მრავლად არის გამორჩეული და წარმატებული პერსონალური ბრენდის მქონე პიროვნებების მაგალითები და ეს ადამიანები, თავიანთი მიზნებიდან გამომდინარე, ისეთი პერსონალური პრენდის ჩამოყალილებაზე მუშაობენ, რომელიც დაეხმარება მათ დასახული შედეგების მიღწევაში. მეტი თვალსაჩინოებისთვის დააკვირდეთ თუ როგორ იმიჯს იქმნიან ბიონსე, რიჩარდ ბრენსონი, გორდონ რამსი და ა. შ. აღსანიშნავია, რომ პერსონალური ბრენდი შეძლება იყოს უაღრესად მრავალფეროვანი და ის ერთ კონკრეტულ პროფესიას არ ახასიათებს.

 

თუ დააკვირდებით წარმატებულ იუთუბერებს, ბლოგერებს, რომლებსაც დიდი რაოდენობით გამომწერები ჰყავთ, დაინახვათ, რომ პერსონალური ბრენდი მათ წარმატებაში ყველაზე მნიშვნელოვან როლს თამაშობს. იმიჯი არის ის, რაც ხდის მათ მეტად სანდოს და დასამახსოვრებელს. შესაბამისად, მათი ბიზნესიც მათ იმიჯზეა დაშენებული და ბიზნესი და პერსონალური ბრენდი ერთმანეთისგან განუყოფელი ხდება.

 

ქვემოთ მოყვანია რეკომენდაციები, რომელთა გათვალისწინებაც პერსონალური ბრენდის შექმნისას მნიშვნელოვანია.

 

1. გაიაზრეთ რატომ გსურთ პერსონალური ბრენდის შექმნა

გასაგებია, რომ ყველას სურს კარგი პერსონალური ბრენდის ქონა, მაგამ მის სწორად ჩამოსაყალიბებლად მნიშვენელოვანია იცოდეთ თუ რა მიზანს უნდა ემსახურებოდეს შემნილი პერსონალური ბრენდი და რა მიზნის მიღწევაში უნდა დაგეხმაროთ ის. პირველ რიგში, ჩამოაყალიბეთ რისი მიღწევა გსურთ თქვენი ბრენდით. აღნიშნულის ცოდნა დაგეხმარებათ კონკრეტული გეგმის ჩამოყალიბებაში, თუ როგორ უნდა მოახდინოთ თქვენი იმიჯის მარკეტირება.

 

2. გააკონტროლეთ და დაგეგმეთ P.I.E.

სამწუხაროდ, დღესდღესობით მხოლოდ დიდებული იდეების ქონა საკმარისი არ არის წარმატების მისაღწევად. არ აქვს მნიშვნელობა რას აკეთებთ ან რა არის თქვენი მიზანი, მნიშვნელოვანია P.I.E.-ს კონტორლი (Performance - შესრულება, Image - იმიჯი, Exposure - დემონსტრირება). აღნიშნულმა სამივე ელემენტმა უნდა იმუშავონ თქვენს სასარგებლოდ, თუ გინდათ რომ თქვენი ბრენდი წარმატებული იყოს.

 

უფრო დეტალურად რომ ავღწეროთ P.I.E უნდა ავშნიშნოთ, დაკისრებული საქმის შესრულება, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია. უნდა მოახერხოთ ხარისხიანი შედეგების დადება თქვენი სამუშაოს შესრულებისას. იმიჯი არის ის, რასაც სხვა ადამიანები ფიქრობენ თვენ შესახებ - ეს არის პერსონალური ბრენდი. საბოლოო კომპონენტი - დემონსტრიება - არის იმის უზრუნველყოფა რომ საზოგადოებამ იცის თქვენ შესახებ თუ ვინ ხართ და რა ღირებულებებს ატარებთ.

 

3. იპოვნეთ თქვენი ბრენდის ისტორია

მანამ, სანამ დაიწყებთ თქვენ შესახებ მოყოლას, პირველ რიგში, უნდა განსაზღვროთ თუ რა უნდა იყოს თქვენი ისტორია; რისი საშუალებით გსურთ რომ მიაღწიოთ ცნობადობას? რა განგასხვავებთ თქვენი კონკურენტებისგან?

 

ბრენდის მიზნის განსაზღვრა

რა არის თქვენი ძირითადი მიზანი, რა არის თქვენი „რატომ“? რატომ დგებით დილით და რატომ მიდიხართ სამსახურში? რა არის ის, რის მიღწევასაც გრძელვადიან პერსპექტივაში ცდილობთ? ამ კითხვებზე პასუხი შესაძლოა იყოს ის, რომ თქვენი ძირითადი საზრუნავი პროფესიული წარმატებაა, ანდა ისეთი პროდუქტისა და სერვისი შექმნა, რომელიც ხალხს დაეხმარება სხვადასხვა პრობლემების მოგვარებაში.

 

ძირითადი ღირებულებები

თანამედროვე სამყაროში, ბრენდები უფრო და უფრო მეტ ღირებულებას იძენენ და პერსონალურ ბრენდსაც, ბუნებრივია, მეტი მნიშვნელობა ემატება. შესაბამისად, უნდა განსაზღვროთ, რა რის თქვენი ღირებულება. ეცადეთ, ჩამოაყალიბოთ რამდენიმე მათგანი. მაგალითისთვის პერსონალური ბრენდის ღირებულება შეიძლება იყოს კრეატიულობა, ინოვაცია, ერთიანობა, პატივისცემა, დისციპლინა, სანდობაა და ა.შ.

 

ბრენდის ბენეფიტები

ბრენდი უნდა იყოს მკვეთრად ჩამოყალიბებული თუ რა ემოციური ბენეფიტების მოტანა შეუძლია მას პოტენციური მომხმარებლისთვის. რა არის თქვენი ძლიერი მხარეები? რა არის თქვენი ძირითადი ტექნიკური უნარები - წერა, სწავლება, მენტორობა, საჯარო გამოსვლები, ფასილიტაცია, ბიზნეს სტრატეგიების შემუშავება, ბრენდინგი და მარკეტინგი. განსაზრვრეთ რა არის თქვენი ემოციური უნარები - ხართ თუ არა თვითმოტივირებული, ძლიერი, დამოუკიდებელი, სწრაფად მოაზროვნე და გახსნილი გონების?

 

ხელშესახები ბრენდის ელემენტები

ბოლოს, ბრენდს ყოველთვის გააჩნია თავისი ხელშესახები ბენეფიტები, როგორიც არის მისი სახელი, ლოგო, ფერები და ფონტები. რა შეიძლება იყოს პერსონალური ბრენდის ხელშესახები მახასიათებლები? ონლაინ სივრცეში ეს შეიძლება იყოს ფერები და დიზაინი, რასაც თქვენ იყენებთ თქვენს ვებ-გვერდსა და სოციალურ გვერდებზე. ბევრი ფრილანსერი, მაგალითად, იყენებ საკუთარ პერსონალურ ლოგოებს სავიზიტო ბარათების დასაბრენდად, ვბ-გვერდზე გამოსაქვეყნებლად და ა.შ. რაც შეეხება, ინტერნეტის მიღმა სივრცეს, პერსონალური ბრენდის ხელშესახები ელემენტები მოიცას სტილს, თავის მოვლას, საუბრის მანერასა და პერსონალურ მახასიათებლებს.

 

 

წყარო: 99designs