დაუშვებელი და რეკომენდირებული პლაგიატში
GeoEng

დაუშვებელი და რეკომენდირებული პლაგიატში

პლაგიატი ტექნიკური ტერმინია, რომელიც თანაბრად გამოიყენება ისეთი პროცესების აღწერისას, როგორიც არის შეცდომები წერის დროს, ციტირების წყაროების მართვის უნარის ნაკლებობა და ასევე, ნაშრომის ნამდვილი ავტორის შესახებ ინფორმაციის მიზანმიმართული გაყალბება. აღნიშნულ ბლოგში განხილული იქნება თუ რეალურად, რა განსხვავებაა პლაგიატიზმის დროს, ყოველთვის მიუღებელ თაღლითობასა და შეცდომებს შორის, რომლებზეც დაკვირვება, სწავლა და კორექტირებაც შესაძლებელია. უნდა აღინიშნოს, რომ შეცდომები აუცილებელიც კია იმისთვის, რომ ადამიანებმა სწავლა და განვითარება მოახერხონ. შეცდომები სრულიად მისაღებია, ტყუილი არა.

 

იმისთვის, რომ პრაქტიკაში კარგად გამოიჩნდეს თუ რა განსხვავებაა ზემოხსენებულ თაღლითობასა და უნებლიე შეცდომებს შორის, კარგი იქნება თუ პლაგიატიზმს მივუდგებით როგორც საკითხს, რომელთან მიმართებითაც გარკვეული ქმედებები დასაშვებია, ხოლო სხვა დანარჩენი მიუღებელი. მისაღები აქტივობების შესახებ შესაძლოა, ექსპერტების რეკომენდაციები ერთმანეთისგან განსხვავდებოდეს, თუმცა, ყველა თანხმდება მიუღებელი აქტივობების ჩამონათვალზე.

 

დაუშვებელი ქმედება:

  • არ მოიტყუოთ, არ მიითვისოთ სხვისი ნაშრომი;
  • არ მოახდინოთ სხვისი ნამუშევრის ინტერპრეტირება, როგორ საკუთარის;
  • არ ისარგებლოთ საეჭვო რეპუტაციის საიტებიდან მაგალითად schoolsucks.com, evilhouseofcheat.com, termpapersrus.com-დან აღებული ინფორმაციითა და ნაშრომებით;
  • არ გამოიგონოთ წყაროები, ციტატები და ინტერვიუები;
  • არ დააკოპიროთ ინფორმაცია და არ შეცვალოთ მასში ყოველი სიტყვა ალტერნატივით, საკუთარ ნაშრომად გასაღების მიზნით;
  • ნუ იფიქრებთ, რომ თუ წყარო ინტერნეტშია განთავსებული მას არ სჭირდება ციტირება;
  • ზედმეტად არ გადადოთ ნაშრომის მომზადება, რაც გამოიწვევს თქვენს ზედმეტ სტრეს და გაიძულებთ წესებისთვის გვერდის ავლით გაამარტივოთ აკადემიური სამუშაო;
  • არ გაიხადოთ თქვენს პირდაპირ საზრუნავად ზემოთჩამოთვლილი წესების გვერდის ავლა, მხოლოდ იმიტომ რომ შეცდომაში შეიყვანოთ ნაშრომის შემფასებლები.
     

რეკომენდირებულია:

  • გაუზიაროთ იდეები თქვენს კოლეგებს და შესაბამისად, მოისმინოთ მათგანაც.
  • შეფასების მისაღებად გაცვალეთ ნაშრომები;
  • დაეხმარეთ ერთმანეთს წერის დროს;
  • ისწავლეთ საკუთარი ნაშრომების დაფასება, იმ შემთხვევაშიც კი თუ მისით კმაყოფილი არ ხართ და მოახდინეთ მისი გაზიარება/გამოქვეყნება;
  • მზად იყავით რომ თქვენც, როგორც ყველა, დაუშვებთ შეცდომებს ციტირების მართვის პროცესში;
  • მზად იყავით ნაშრომის კორექტირებისთვის;
  • ჩამოტვირთეთ წყაროები და გააკეთეთ მასში ჩანაწერები და შენიშვნები;
  • ისწავლეთ წყაროების გამოყენების სწორი და სამართლიანი მეთოდები და სტრატეგიები;
  • ისწავლეთ წყაროების ციტირების გამოყენების მრავალფეროვანი მეთოდებისა და მათი სხვადასხვა დანიშნულების შესახებ;
  •  გამოიყენეთ შესაბამისი პროგრამული უზრუნველყოფა ციტირების მართვისთვის;
  • ყოველთვის ეძებეთ თქვენი არგუმენტები და იქონიეთ საკუთარი განწყობა წერისას, იმისთვის რომ თავიდან აირიდოთ წყაროების გადაჭარბებული გავლენა თქვენი ნაშრომის შექმნისას.

 

წყარო:: Portnet