სოციალური მედიის პროფილი და დასაქმება
GeoEng

სოციალური მედიის პროფილი და დასაქმება

შექმენით თქვენი ბიო

21-საუკუნესი სოციალური მედიის ბიოგრაფია, პოტენციურად, ერთ-ერთი პირველია, რასაც ვიზიტორი ან პოტენციური დამსაქმებელი/ხელმძღვანელი ხედავს. ასე რომ, აუცილებელია, სოციალურ გვერდებზე ამომწურავად იყოს განთავსებული ისეთი საჭირო ინფორმაცია როგორიცაა:

  • ვინ ხარ?
  • სად მუშაობ?
  • რას აკეთებ?
  • რომელი თემები გაინტერესებთ?
  • როგორ შეუძლია ვინმეს დაგიკავშირდეთ?

 

სამსახურის პოვნა

ცნობილი ფაქტია, რომ სოციალური მედიის მომხმარებლების უმეტესობა რაც შეიძლება მეტი გამომწერის მოპოვებითაა გატაცებული, თუმცა თუ მიზანი სამუშაოს პოვნაა უფრო მნიშვნელოვანია სწორი ადამიანების მოძებნა და მათთან დამეგობრება. შესაძლებელია თქვენს დარგში გავლენიანი პროფესიონალების სიის გაკეთება მათი გამოწერა. როდესაც კონკრეტული ინდუსტრიის წარმომადგენელი სოციალურ ქსელში სვამს საკითხსა თუ კითხვას. კომპეტენტურ, თუმცა ნაკლებად ცნობილ ადამიანს ეძლევა შესაძლებლობა ჩაერთოს დისკუსიაში და გაუზიაროს თავისი ცოდნა და შედეგად, ამ ყოველივეთი დიდი შთაბეჭდილება მოახდინოს მომავალ, პოტენციურ დამსაქმებელზე.

 

გაითვალისწინეთ

კარგი გრამატიკის, მართლწერისა და პუნქტუაციის წესების დაცვა დაგეხმარებათ კარგი შთაბეჭდილების შექმნაში. ასევე სასარგებლოა მკაფიო ბიოგრაფია, რომელიც განმარტავს თუ ვინ ხართ და რა კომპეტენციები, უნარები და ინტერესები გაგაჩნიათ.

 

ყველა დამსაქმებელი ეძებს და ათვალიერებს პოტენციურ თანამშრომლებს სოციალური ქსელის საშუალებით, ვიდრე მათ გასაუბრებაზე დაიბარებენ. შესაბამისად, სოციალური ქსელები სწორედ ის არხებია, რომელიც ეხმარება დამსაქმებელს შეექმნას სწორი წარმოდგენა პოტენციურ თანამშრომელზე. სწორად გამოყენებული სოციალური ქსელები ზრდის დასაქმების შანს.

 

 

Source: Indeed