რა არის Linkedin და რატომ არის მნიშვნელოვანი ამ პლატფორმაზე პროფილის ქონა?
GeoEng

რა არის Linkedin და რატომ არის მნიშვნელოვანი ამ პლატფორმაზე პროფილის ქონა?

Facebook ყველასათვის ნაცნობი სოციალური პლატფორმაა, შეიძლება ითქვას, რომ LinKedIn-იც მსგავსია. განსხვავება ისაა, რომ Linkedin ძირითადად პროფესიული მიზნებისთვის გამოიყენება. ეს არის პლატფორმა, რომელიც გამოიყენება უნარების, გამოცდილების და განათლების გაზიარებისთვის. Linkedin-ში პროფილის განახლება აუდიტორიის რაოდენობის გაზრდის შანს იძლევა. სწორედ ამ სტატიაში იხილავთ თუ რატომ არის LinKedin პროფილის ქონა მნიშვნელოვანი 21-ე საუკუნეში, მაგალითად:

 

კავშირები : სურვილის შემთხვევაში, პროგრამა გაძლევთ საშუალებას დაუკავშირდეთ სხვადასხვა პროფესიონალებს სხვადასხვა ინდუსტრიიდან.

 

ინფორმირება ვაკანსიის შესახებ: პროგრამა გეხმარებათ იყოთ ინფორმირებულები ახალი ინფორმაციების შესახებ სხვადასხვა კომპანიებში მიმდინარე ტენდეციების შესახებ. ადამიანებს, ვისაც სურთ დასაქმება, შეუძლიათ თვალყური ადევნონ კომპანიის გვერდებს LinKedin-ზე.

 

გლობალიზაცია: Linkedin-ზე აქტიურობით პროფილი უფრო ფართო აუდიტორიისთვისაა ხელმისაწვდომი. პლატფორმა მსოფლიოს ნებისმიერი ქვეყნისთვისაა ხელმისაწვდომი, რაც დასაქმების შანსების გაზრდას იწვევს.

 

მეგობრობა: Linkedin -ზე პროფილის ქონა, დღიურის წარმოებას ჰგავს, პროფესიული მიზნებისთვის. ნებისმიერი აქტივობის, ჯილდოს მიღების, პროექტის განხორციელების დროს პროფილის განახლებაა საჭირო, შედეგად მრავალფეროვანი პროფილი შედგება, რომელშიც დეტალურად იქნება აღწერილი პროფესიული ცხოვრება, რაც მომავალში დასაქმების შანს ზრდის.

 

მეტი თქვენს შესახებ: სწორედ ეს არის ამ პლატფორმის ერთ-ერთი საუკეთესო ნაწილი. ზოგიერთი ადამიანი უბრალოდ ათავსებს მთელ, არასაჭირო ინფორმაციას მის პროფილზე, რაც არასწორია. პროფილი არ უნდა იყოს რეზიუმეს ზუსტი ასლი, ის ზუსტად ისეთი უნდა იყოს როგორსაც თქვენ გააცნობდით თავს პოტენციურ დამსაქმებელს.

 

მეტი ადამიანების შესახებ: Linkedin დღესდღეობით ცოდნის მოსაპოვებელი და მისი გასაზიარებელი პლატფორმაა. ინფლუენსერები ამ ყველაფრის განუყოფელი ნაწილი არიან, ისინი აუდიტორიასთან აზიარებენ მათივე გამოცდილებასა და წარმატებას.

 

კარგი გზა კონტაქტისთვის: დღევანდელ დატვირთულ სამყაროში, ჩვეულებრივ, არ გვაქვს დრო, რომ ფიზიკურად ვითანამშრომლოთ ჩვენს კოლეგებთან, თანატოლებთან და ყოფილ კოლეგებთან. LinkedIn იძლევა საშუალებას შევინარჩუნოთ კონტაქტი პროფესიულ სამყაროსთან.

 

წყარო: Indeed