იტვირთება...
როგორ შევინარჩუნოთ მოტივაცია?
GeoEng

როგორ შევინარჩუნოთ მოტივაცია?

კარიერულ წინსვლასა და წარმატებაზე სხვადასხვა ფაქტორი ახდენს გავლენას. ამ ფაქტორებიდან ზოგიერთზე ადამიანებს პირდაპირი კონტროლი აქვთ.

მოტივაცია კი არის კონტროლის მექანიზმის, ერთ-ერთი, მთავარი ფაქტორი, რომელსაც

შეუძლია პირდაპირი გავლენა მოახდინოს შესრულებული სამუშაოს ხარისხსა და დასაქმებულების მთლიან კარიერულ წარმატებაზე. აღნიშნულ სტატიაში განხილულია

თუ რატომ არის მოტივაცია ასეთი მნიშვნელოვანი და როგორ არის შესაძლებელი მოტივაციის შენარჩუნება და გაუმჯობესება, მთელი პროფესიული ცხოვრების განმავლობაში.

 

რატომ არის მოტივაცია მნიშვნელოვანი?

მოტივაცია დაქირავებულ თანამშრომლებს ეხმარება მათზე დაკისრებული პასუხისმგებლობების ეფექტურად და მაღალ დონეზე შესრულებაში, სწორე ისე, როგორც ამის მოლოდინი აქვთ დამქირავებლებს. შედეგად, ყოველ შესრულებულ ამოცანასა და დავალებას აქვს კმაყოფილების თანმდევი  განცდა, რაც რიგით თანამშრომლეს ხშირად გამოარჩევს და დასაახსოვრებელს ხდის ხელმძვანელების თვალში. მოტივაციის შენარჩუნება სხვადასხვა გზებით ეხმარება ადამიანებს კარიერულ წინსვლაში, მათ შორის:

 

გაუმჯობესებული თავდაჯერებულობა

მაღალი მოტივაციის მქონე ადამიანებმა იციან, რომ მათ საკუთარ თავს შეუძლიათ

დაუწესონ მაღალი სტანდარტები და მიაღწიონ დასახულ მიზნებს. მოტივაცია არის ის,

რაც გიბიძგებთ დაიხარჯოთ ბოლომდე თქვენი მიზნის მისაღწევად.

 

მოტივაცია აყალიბებს მიზანს

მოტივაცია განაპირობებს მიზნების დასახვას, რომლებიც, კარიერულ გზაზე, პროგრესული განვითარების ხედვას ქმნიან. სწორედ ეს მიზნები, უბიძგებენ პროფესიონალებს

შეასრულონ მათზე დაკისრებული დავალებები უფრო ეფექტურად და ხარისხიანად.

 

გეხმარებათ გამოწვევების დაძლევაში

მოტივირებულ ადამიანებს შეუძლიათ  მარტივად გაუმკლავდნენ წარუმატებლობას და ყველა იმ გამოწვევას, რაც მუშაობის პროცესში წარმოიქმნება, რადგან ისინი, მუდმივად, ფოკუსირებულები არიან თავიანათ მიზნებზე და პოტენციურ შედეგებზე. ხშირად, მოტივირებული თანამშრომლები გაცილებით მეტს მუშაობენ, რომ გარანტირებულად უზრუნველყონ მათზე დაკისრებული სამუშაოს სსრულება და შედეგების მიღწევა.

 

ხელს უწყობს მუდმივ ზრდას

კარიერის სხვადასხვა ეტაპზე პროფესიული მიზნები, შესაძლოა, შეიცვალოს. ცვლილება, სტანდარტულად იწყება მაშინ, როდესაც ერთი დასახული მიზნის მიღწევა ხდება. მოტივირებული თანამშრომელი მუდმივად აფასებს მის მიმდინარე მდგომარეობასა და პოზიციას და მუდმივად ფიქრობს იმაზე, თუ როგორ დასახოს და მიაღწიოს შემდეგ მიზანს.

 

წყარო: Indeed