როდის უნდა დაიწყოთ სამსახურის ძებნა?
GeoEng

როდის უნდა დაიწყოთ სამსახურის ძებნა?

 

რა დრო სჭირდება სამსახურის ძიებას? 

თქვენ მიერ სამსახურის ძებნის ხანგრძლივობა, უმეტესად, ამა თუ იმ ინდუსტრიის მახასიათებლებზეა დამოკიდებული. მაგალითად, ახალი თანამშრომლების შერჩევის პროცესი ტექნოლოგიების ინდუსტრიაში, სტანდარტულად, უფრო დიდხანს გრძელდება ვიდრე სხვა სფეროებში, განსაკუთრებით როცა მაღალი რანგის პოზიციებზე ვსაუბრობთ. ჯანდაცვის მიმართულებით კი დასაქმების პროცესი საკმაოდ სწრაფად მიმდინარეობს და გამოცხადებული ვაკანსიის შევსება შესაძლოა რამდენიმე დღეშიც მოხდეს. ზოგადად თუ შევაფასებთ, სასურველი სამსახურის ძებნის პროცესი, საშუალოდ 3-4 თვე გრძელდება.

 

როდის უნდა დავიწყო სამსახურის ძებნა თუ ვარ დამამთავრებელი კურსის სტუდენტი?

დამამთავრებელი კურსის სტუდენტდებმა, დაახლოებით 4-6 თვით ადრე უნდა დაიწყონ სამსახურის ძებნა. მსგავსი წინდახედულობა საშუალებას მოგცემთ, პროფესიულ საქმიანობა უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დიპლომის მიღებისთანავე დაიწყოთ.

ასევე, უნდა მოხდეს დასაქმების ბაზრის სეზონური სპეციფიკის გათვალისწინებაც.

 

საზაფხულო სამსახურები

არის კომპანიები, რომლებიც სეზონურად მუშაობენ, განსაკუთრებით კი ზაფხულის კურორტები.

თუ თქვენ საზაფხულო სამსახურის პოვნას ფიქრობთ, მაშინ სასურველია, რომ თადარიგი დაიჭიროთ იანვარში, არაუგვიანეს მარტისა და აცნობოთ პოტენციურ დამსაქმებელს, რომ სურვილი გაქვთ მათთან დროებით დასაქმდეთ.

 

დასაქმება ზამთრის არდადეგებზე

საზაფხულო შეთავაზებების მსგავსად, არიან კომპანიები, რომლებიც სეზონურად მუშაობენ, განსაკუთრებით ზამთრის კურორტებზე. მსგავსი ტიპის ორგანიზაციები, როგორც წესი, მომზადებულები არიან სეზონის დადგომისას და შერჩეული ჰყავთ თავიანთი პერსონალი. შესაბამისად, თუ დროებთ სამსახურს ზამთრის არდადეგებზე ეძებთ, მაშინ პოტენციურ დამსაქმებელთან დაკავშირება, სასურველია, რომ შემოდგომის დასაწყისში მოახდინოთ.

 

წყარო: Indeed