ახალგაზრდა პროფესიონალებმა, რომლებსაც სურთ კარიერული პროგრესი და სწრაფი განვითარება, უნდა გაითვალისწინონ რიგი რჩევებისა თავიანთი პრაქტიკის ადრეულ ეტაპზე.
რჩევა #1: შეუერთდით იმ გუნდს, სადაც არის ზრდის მეტი შესაძლებლობა. როდესაც პირველად იწყებთ მუშაობას ამა თუ იმ კომპანიაში, კარიერის მართვის პირველი ნაბიჯი არის თქვენზე დაკისრებული ახალი როლის ტრაექტორიის გაანალიზება. დაკვირვების პროცესში, თქვენ აღმოაჩენთ, რომ ზოგიერთ კომპანიას შესანიშნავად აქვს ჩამოყალიბებული ორგანიზაციის შიგნით თანამშრომლების კარიერული განვითარების ეტაპები და შესაბამისი მოთხოვნები. მხედველობაში ყოველთვის იქონიეთ ის ფაქტი, რომ საწყის ეტაპზე, თქვენ შესაძლოა ნაკლებ ფულს გამოიმუშავებდეთ, მაგრამ, დროთა განმავლობაში, კარიერაში შემდეგი ნაბიჯების გადადგმისას თქვენ გაქვთ პოტენციალი რომ მეტი შემოსავალი გამოიმუშავოთ. სამსახურის ძებნის პროცესში, შესაძლოა, შეგხვდეთ მსგავსი კომპანიები, რომელიც გთავაზობთ კარიერული დაწინაურების ძალიან ცხად შესაძლებლობებს. ასე რომ, არჩევანის გაკეთებისას, აუცილებლად შეაფასეთ განვითარებისა და ზრდის შესაძლებლობები, რომლებსაც პოტენციური დამსაქმებლები გთავაზობენ.
რჩევა #2: გააუმჯობესეთ სტატუს კვო. შემდეგი რჩევა იმის შესახებ, თუ როგორ უნდა მართოთ თქვენი კარიერა ადრეულ ეტაპზე, არის ინიციატივის გამოვლენა გაუმჯობესების იდენტიფიცირებისთვის და რეკომენდაციების გაცემა კომპანიაში შექმნილი ვითარებისა და პროცესების გასაუმჯობესებლად. ახალ კომპანიაში მუშაობის დაწყებისას, თქვენ ეტაპობრივად სწავლობთ არსებული გუნდის მუშაობის პრინციპებსა და სამუშაო პროცესებს. შედეგად, თქვენ, როგორც მონდომებული, დაკვირვებული ახალი თანამშრომელი პროცესებს ხედავთ უნიკალური, განსხვავებული პერსპექტივიდან! შესაბამისად, იდეალური იქნება, თქვენი როლის შესრულების 30 ან 60 დღის შემდეგ, თუ შეძლებთ რეკომენდაციების ჩამოყალიბებას თქვენ მიერ აღმოჩენილ ხარვეზებზე, რომელთა გამოსწორება ან ოპტიმიზაციაც შესაძლებელია. როდესაც ახალი თანამშრომლები განვითარების შესახებ მნიშვნელოვანი იდეების ინიცირებას ახდენენ ეს დამსაქმებლის ნათელ წარმოდგენას უქმნის რამდენად იმსახურებს ესა თუ ის თანამშრომელი დაწინაურებას და რა კონტრიბუციის შეტანა შეუძლია მას ორგანიზაციის წინსვლაში.
რჩევა #3: მესამე რჩევა არის ის, რომ თქვენს კარიერასთან მიმართებით დაინახოთ დიდი სურათი და არ უყოროთ მას როგორც სწორხაზოვან მოცემულობას. არიან ადამიანები, რომლებიც თავს კომფორტულად გრძნობენ მთელი ცხოვრება ერთსა და იმავე პოზიციაზე მუშაობისას. თუმცა, ადამიანთა უმრავლესობას სურს ცვლილებები და განვითარება. შესაბამისად, თუ ვარაუდობთ რომ თქვენ შესაძლოა მოისურვოთ სხვადასხვა პროფილით მუშაობა სჯობს მჭიდრო კონტაქტი იქონიოთ თქვენი ორგანიზაციის სხვადასხვა დეპარტამენტებთან, შეისწავლოთ მათი ოპერირების სპეციფიკა და მათთან ერთად იმუშაოთ სხვადასხვა ინიციატივებზე. მაგალითად, თუ თქვენი საწყისი პოზიცია არის გაყიდვებში ეცადეთ დაუკავშირდეთ მარკეტინგის და მომხმარებელთა მომსახურების ცენტრებს და კარგად შეისწავლოთ თუ როგორ მუშაობენ ისინი. შესაბამისად, თუ პოზიციის შეცვლას გადაწყვეტთ გაგიმარტივდებათ, ორგანიზაციის შიგნით, ერთი დეპარტამენტიდან მეორეში გადასვლა. საბოლოო ჯამში, აღნიშნული მრავალპროფილური უნარები და ცოდნა უფრო მეტად დაგაახლოვებთ წამყვან მენეჯერულ პოზიციებთან.
წყარო: Gainsight