რჩევები სამსახურის მაძიებელთათვის
GeoEng

რჩევები სამსახურის მაძიებელთათვის

სასურველი სამუშაო ადგილის ძებნა, შესაძლოა, საკმაოდ ხანრგძლივი და სტრესული პროცესი აღმოჩნდეს, განსაკუთრებით დამწყებთათვის, რომლებიც შესაბამისი ცოდნისა და გამოცდილების არქონის გამო, ხშირად ნეგატიური შედეგით ასრულებენ ძიების პროცესს.

 

იმისთვის, რომ ახალგაზრდა პროფესიონალებითვის გაემარტივებინა პირველი სამსახურის ძიების პროცესი, საერთაშორისო დასამქების პლატფორმა Indeed-მა გამოაქვეყნა რეკომენდაციების შემდეგი ჩამონათვალი.

 

  1. იცოდე შენი კარიერული მიზნები - პირველ რიგში, დაადგინეთ რა ტიპის კარიერა გსურთ. აღნიშნულის გაანალიზება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია იმ ადამიანებისთვის, რომლებიც პირველად შედიან დასაქმების ბაზარზე ან/და ახლა ცდილობენ თავიანთი კარიერული ვექტორის შეცვას. გაიარეთ კონსკულტაცია გამოცდილ ოჯახის წევრებთან, პროფესორებთან ან ყოფილი თანამშრომლებთან. დარწმუნდით, რომ გაქვთ მკაფიო და რეალისტური მიზანი, განსაზღვრეთ, თუ როგორ გეგმავთ მის მიღწევას და აღნიშნეთ, რა გამართლებთ ამ კარიერულ გზაზე.
  2. მოამზადეთ რეზიუმე და სამოტივაციო წერილი - კარგი შთაბეჭდილების მოსახდენად, მნიშვნელოვანია, რომ თქვენ მიერ მომზადებული დოკუმენტები იყოს შეცდომებისგან თავისუფალი. სთხოვეთ მეგობარს, ოჯახის წევრს, თანამშრომელს, კარიერულ მრჩეველს ან სხვა პროფესიონალს, შეასწოროს თქვენი რეზიუმე და სამოტივაციო წერილი და გირჩიონ ცვლილებების საჭიროების შესახებ.
  3. თქვენი რეზიუმეს მორგება - აუცილებელია თქვენი რეზიუმეს ადაპტირება თითოეული ვაკანსიის შესაბამისად, სადაც აგზავნით თქვენს რეზიუმეს. შეისწავლეთ სამუშაოს აღწერილობა, რაღა აპლიკაციაში შეიტანოთ სწორედ ის ინფრომცია, რომელიც საინტერესოა კონკრეტული დამსაქმებლისთვის.  ისაუბრეთ თქვენს უნარებზე და აღწერეთ თქვენი ის გაზომვადი მიღწევები, რომლებიც შეესაბამება ამ პოზიციას.თაღწერილი ნაბიჯის გასამარტივებლად, იქონიეთ თქვენი რეზიუმესა და სამოტივაციო წერილის მზა შაბლონები, რომელთა მოდიფიკაციაც მარტვადაა შესაძლებელი.
  4. იყავით თავდაჯერებული - აპლიკაცია გაგზავნეთ ისეთ სამუშაო ადგილებზე, რომლებიც გულწრფელად გაინტერესებთ მაშინაც კი, თუ თქვენ მხოლოდ ნაწილობრივ აკმაყოფილებთ დამსაქმებლის მოთხოვნებს. პოზიციიდან გამომდინარე, დამსაქმებლებმა შესაძლოა უპირატესობა მიანიჭონ მოტივირებულ პირებს, რომლებსაც ნაკლები სამუშაო გამოცდილება აქვთ, მაგრამ სწრაფად სწავლობენ. თუ აკმაყოფილებთ სამუშაოს კვალიფიკაციის ნაწილს, მაგრამ გჯერათ, რომ დაკისრებულ მოვალეობას წარმატებით გაართმევთ თავს, თავდაჯერებულად გაგზავნეთ თქვენი რეზიუმე. რეზიუმეში გარკვევით მიუთითეთ თქვენი სამუშაო ეთიკის მაგალითები და ახალი უნარების ათვისების უნარი.
  5. მოემზადეთ ინტერვიუსთვის - მოიძიეთ ხშირად დასმული ინტერვიუს კითხვები, წინასწარ ჩამოაყალიბეთ პასუხები პოტეცნიურ კითხვებზე და ივარჯიშეთ ამ პასუხების გაცემში. სთხოვეთ მეგობარს ან პროფესიონალ მრჩეველს ჩაგიტაროთ სადემონსტრაციო გასაუბრება. თუ კარგად მომზადებული იქნებით, რეალურ გასაუბრებაზე თავსაც უფრო თავდაჯერებულად და კომფორტულად იგრძნობთ. რაც მთავარია, ჩაატარეთ კვლევა და გაიგეთ მეტი იმ კომპანიის შესახებ, სადაც გსურთ თქვენი კარიერის დაწყება.

 

წყარო: Indeed