File not found.
იტვირთება...
უნდა ველოდოთ თუ არა კორონავირუსის გავრცელების შედეგად გადახდისუუნარობის (გაკოტრების) დიდ ტალღას?
GeoEng

უნდა ველოდოთ თუ არა კორონავირუსის გავრცელების შედეგად გადახდისუუნარობის (გაკოტრების) დიდ ტალღას?

გერმანიის მაგალითის მიხედვით ვიმსჯელოთ. კორონას მიერ გამოწვეული კრიზისით გაკოტრების დიდი ტალღა ჯერ არ დაფიქსირებულა? ის, უბრალოდ აგვიანებს, გადაიდო? იქნებ გვაქვს შანსი იმისა, რომ საერთოდ ავიცილოთ თავიდან? ნორმალური ვითარება როცა არის ქვეყანაში, გაკოტრების ტენდენცია არის ქვეყნის ეკონომიკის და, რა თქმა უნდა, კომპანიების ეკონომიკური მდგომარეობის მაჩვენებელი, ინდიკატორი. Covid-19- ის დროს, ნორმალური გარემოება არც ეკონომიკაში და აღარც კომპანიებში აღარ არსებობს და, აქედან გამომდინარე, ხშირად ეს ეკონომიკური მაჩვენებელი სრულად დაშორებულია რეალურ სტატუსს. მიზეზი ამისა არის ღონისძიებათა პაკეტები, რომლებიც ცალკეული მთავრობების მიერ იქნა ინიცირებული, რათა კომპანიებს მიეცეთ დამატებითი დრო და საშუალება ახალი მდგომარეობისთვის მოსამზადებლად. გერმანიაშიც ფინანსური დახმარება გაუწიეს და ამჟამადაც ეხმარებიან ძალიან ბევრ კომპანიას. სწორედ ამიტომ მათ ჯერ კიდევ არ მოუწევთ გაკოტრებაზე განაცხადის წარდგენა, მაშინაც კი, თუ ამას მათი რეალური ფინანსური მდგომარეობა ნამდვილად მოითხოვს. ამით ხელოვნურად შენარჩუნდა გაკოტრების დაბალი დონე. ფედერალური მთავრობის ეს გადაწყვეტილებები სწორი და მნიშვნელოვანი იყო. კოვიდ 19 პანდემიით გამოწვეული ეკონომიკური კრიზისის მიუხედავად, გერმანიის ეკონომიკა შედარებით მყარი აღმოჩნდა. მომარაგების ქსელი მაქსიმალურად დაცულია და სახელმწოფო დახმარების წყალობით, ბევრ კომპანიას აქვს კარგი საწყისი პოზიცია, მალე ნორმალური ცხოვრების დაბრუნების იმედით. აგრეთვე, ძალიან ბევრია იმაზე დამოკიდებული, თუ როდის ამოიწურება სახელმწიფო დახმარება. სამწუხაროდ, ეს არ ნიშნავს იმას, რომ ჩვენ საერთოდ ვეღარ დავინახავთ გაკოტრების ზრდის ტენდენციას და თუკი იქნება ეს ტენდენცია, რამდენად სწრაფი იქნება იგი, ძალზე ძნელია შექმნილი ვითარების გამო ამის ზუსტი პროგნოზირება, მაგრამ ერთი რამ ცხადია: ეს დამოკიდებულია იმაზე, როდის დასრულდება სახელმწიფო მხარდაჭერის პროგრამები. ეს გადაწყვეტილება შესაფერის დროს გაწეული დახმარებისა შეიძლება შევადაროთ ბორკილებით გასეირნებას.სახელმწიფო დახმარების ნაადრევად შეწყვეტამ შეიძლება საფრთხეში ჩააგდოს მიღწეული, ხოლო გვიან შეწყვეტამ შეიძლება შექმნას სულ სხვა პრობლემები, რადგან მოკლევადიან პერიოდში გაცილებით ნაკლები გაკოტრება ნიშნავს, პირიქით, მეტ გაკოტრებას გრძელვადიან პერსპექტივაში. მიზეზი კომპანიების მზარდი „ზომბიზაციაა”, რომელიც კრიზისამდეც არსებობდა, მაგრამ, შესაძლოა, მას შემდეგ კიდევ უფრო გამძაფრდა. ამ ეგრეთწოდებულ "ზომბი კომპანიებს" დიდი დავალიანება აქვთ, წამგებიანია და არ შეუძლიათ თავიანთი დავალიანების პროცენტი გადაიხადონ. დაბალი საპროცენტო განაკვეთებისა და დახმარების პროგრამების წყალობით, მათ შეუძლიათ დარჩნენ წყლის ზევით - დააგროვონ კაპიტალი, რესურსები და, უპირველეს ყოვლისა, გამოცდილი მუშაკები. სახელმწიფო დახმარების პროგრამიდან გასვლისთვის ოქროს შუალედის მოძებნა დაბალანსების აქტს ჰგავს. იმის გამო, რომ ეს დრო ჯერ კიდევ არ არის დადგენილი, გადახდისუუნარობის - გაკოტრების- ყველა მაჩვენებლის პროგნოზი მხოლოდ დროებითი შეიძლება იყოს. ჯერჯერობით პერსპექტივა უფრო პოზიტიურია, ვიდრე ამას ელოდა ბევრი. გადავხედოთ წარსულს: 2020 წელს, კრიზისის მიუხედავად, გაკოტრების ნაკლები შემთხვევა იყო. დიდი შიშის მიუხედავად, 2020 წელს კომპანიების გაკოტრების მაჩვენებელმა მნიშვნელოვნად დაიწია: დღევანდელი გადასახედიდან შეიძლება დავასკვნათ, რომ 2020 წელი დასრულდა - 15,5 პროცენტით კომპანიების გადახდისუუნარობის შემცირებით, რაც ნიშნავს 15841 გაკოტრების მაჩვენებელს (www.destatis.de). ეს არის ყველაზე დაბალი დონე 1993 წლის შემდეგ - მიუხედავად უდიდესი ეკონომიკური კრიზისისა, გერმანიაში ომის შემდგომ პერიოდში. ამ დროისთვის შეუძლებელია იმის განსაზღვრა, თუ როდის დაუბრუნდება ქვეყნის ეკონომიკა და გაკოტრების მაჩვენებელი ჩვეულ ნიშნულს, მაგრამ ერთი რამ ცხადია: რაღაც მომენტში ეტაპობრივად გადავა ახალ ნორმებზე. დახმარების ღონისძიებების ვადის ამოწურვამ უნდა გამოიწვიოს გლობალური გადახდისუუნარობის დაგვიანებული ზრდა. 2021 წელს კომპანიების გაკოტრების - გადახდისუუნარობის მაჩვენებელი ნელა უნდა გაიზარდოს, მაგრამ ცალკეული ქვეყნების მთავრობები, რა თქმა უნდა, დიდი ალბათობით, მოულოდნელად არ შეწყვეტენ დახმარების პროგრამებს და ამით საფრთხეს კი არ შეუქმნიან მიღწეულს, არამედ ამას გააკეთებენ ნელ-ნელა, სახსრების ამოწურამდე. პირველი ნიშნები ბრიუსელიდან მიუთითებს იმაზე, რომ მთავრობის მხარდაჭერის პროცესები ევროპაში, სულ მცირე, 2021 წლისთვისაც გაგრძელდება - რაც, რა თქმა უნდა, შეცვლის ეკონომიკისა და გადახდისუუნარობის შესახებ პროგნოზს. ეკონომიკური სტიმულირების პროგრამებისა და მხარდაჭერის სხვადასხვა ღონისძიების ვადის ამოწურვის შემდეგ გაკოტრების შემთხვევათა რიცხვი გერმანიაშიც გაიზრდება, მაგრამ არა ნახტომით, არამედ - თანდათანობით. გადახდისუუნარობის მაჩვენებლები გერმანიაში 2021 წლის მეორე ნახევრიდან დაიწყებს ზრდას და მთელი წლის განმავლობაში დაახლოებით ხუთი პროცენტით გაიზრდება. 2022 წლის ზრდა საკმაოდ მეტი უნდა იყოს - დაახლოებით 15 პროცენტი (www.destatis.de). არსებული მონაცემების გათვალისწინებით, შეგვიძლია ვთქვათ, რომ 2022 წელს დაახლოებით 19 500 გაკოტრების შემთხვევას უნდა ველოდოთ, რაც შეესაბამება 2016 წლის დონეს და იქნება 2009 და 2013 წლების პიკურ ნიშნულებზე დაბალი (www.destatis.de). პოლიტიკური მხარდაჭერის ზომების ამოწურვის ზუსტი დრო გადამწყვეტია, თუმცა ეს ამჟამად გაუგებარია. ყოველი ახალი გახანგრძლივება მნიშვნელოვნად ცვლის გარემო პირობებს, პერსპექტივებს და, შესაბამისად, მნიშვნელოვნად ცვლის პროგნოზს ყველა ქვეყანასთან დაკავშირებით.