File not found.
იტვირთება...
სამსახურის შეცვლა 40 წელს გადაცილებულთათვის: როგორ დავაგროვოთ ქულები
GeoEng

სამსახურის შეცვლა 40 წელს გადაცილებულთათვის: როგორ დავაგროვოთ ქულები

გამოცდილებიდან? როგორც ცნობილია, 40 წელს გადაცილებულ ადამიანებს სამსახურის შეცვლა უჭირთ. ბევრი იღებს განაცხადზე მხოლოდ უარყოფით პასუხს და ეს ფაქტი მეტად გულდასაწყვეტია მათთვის. ჩემი პირადი გამოცდილებიდან გამომდინარე, შემიძლია გითხრათ, თუ რომელი პროფესიის ადამიანმა უნდა დააფასოს თავისი გამოცდილება და უნარები, როგორც კანდიდატმა და, ზოგადად, რატომ არ უნდა ვისაუბროთ შეურაცხმყოფელად ჩვენს ასაკზე, როგორც განმცხადებლებმა. აღნიშნული თემა შეიძლება არასასიამოვნო იყოს ყველასთვის, ვინც 40 წლისაა, ვინც სამსახურს ეძებს ამჟამად და საყვედურს გამოთქვამს სამუშაო ბაზრის ნაკლოვანებების გამო, კერძოდ, ამბობს, რომ არცერთი დამსაქმებელი არ აფასებს უფრო მეტ სამუშაო გამოცდილებას და ადამიანური რესურსების განყოფილებები უგულებელყოფენ ყოველ 40 წელს გადაცილებულს, არ ენდობიან მას, როგორც მომავალ თანამშრომელს და სამუშაოდ აჰყავთ ახალგაზრდები, რომელთაც არა აქვთ საკმარისი გამოცდილება. დიახ, მარტივია, დამსაქმებელი დავადანაშაულოთ და ჩვენ თავი ქვიშაში ჩავრგოთ, როგორც გარემოებების მსხვერპლმა, თუ უკვე 40 წელს გადავცილდით და სამსახურის შეცვლის პირველივე ცდისას არ გაგვიმართლა! თუმცა, უნდა ითქვას აქვე, რომ სწორედ ჩვენ უნდა შევახსენოთ საკუთარ თავს: პირად ცხოვრებაზე პასუხისმგებლობა ჩვენვე გვეკისრება! ჩემი გამოცდილებიდან გამომდინარე, შემიძლია ვთქვა, რომ სამსახურის შემცვლასთან დაკავშირებით ერთი რამ ნათელია: ისინი, ვინც ნამდვილად აფასებს საკუთარ ცხოვრებასა და სამუშაო გამოცდილებას, შეძლებენ იპოვონ დამსაქმებლები და თანამდებობები, რომლებზეც წარადგენენ საკუთარ კანდიდატურას, როგორც ღირებულს და არა როგორც გარემოებების მსხვერპლს. თითოეული ჩვენგანი ხომ თავისივე ცხოვრების დიზაინერია!

 

დამსაქმებლები გაახალგაზრდავების თერაპიით - ეს როგორ გავიგოთ?

რა თქმა უნდა, არსებობს ორგანიზაციები, რომელთაც თავიანთი პრიორიტეტები აქვთ და განიხილავენ დასაქმების მსურველ კანდიდატებს მხოლოდ გარკვეულ ასაკამდე, მაგრამ, ამავდროულად, ციფრული ინფრასტრუქტურის გამოყენების გაძლიერებამ და სახლიდან მუშაობის აუცილებლობამ ზოგიერთი დამსაქმებლის მხრიდან, განსაკუთრებით ძველ კონცერნებში, მოთხოვნა ახალგაზრდებზე გაზარდა. ისინი მიიჩნევენ, რომ ახალგაზრდებს უფრო მეტი ენერგია აქვთ და ძალა შესწევთ, გაუმკლავდნენ ბოლოდროინდელ ინოვაციურ ცვლილებებსა და მოვლენებს, ვიდრე ცხოვრებისეული გამოცდილების მქონეებს - პროფესიონალებს. პირადად მე მიმაჩნია, რომ დამსაქმებელთა ასეთი დამოკიდებულება და მოვლენების ასეთი განვითარება გრძელვადიანი პერიოდისთვის სტრატეგიული შეცდომაა და საზიანოა როგორც მათთვის, ისე - ჩვენთვის. ჩვენი მხრიდანაც გამუდმებით მსხვერპლის როლის თამაში არ არის მართებული. რა თქმა უნდა, ზოგიერთ დამსაქმებელს „გაახალგაზრდავების თერაპიის“ გამოყენებით შეუძლია საკუთარი გამოცდილება დააგროვოს მანამდე, სანამ ჩვენ არ დავაფასებთ ჩვენს შესაძლებლობებს - პროფესიულ და ცხოვრებისეულ გამოცდილებას. თუ არ დააფასებთ თქვენს პროფესიულ გამოცდილებას და სტაჟს, თუ არ ამოიგდებთ თავიდან იმ აზრს, რომ 40 წლის შემდეგ აღარ გვაქვთ შანსი სამუშაო ბაზარზე შესაძლებლობების რეალიზებისა, მაშინ საკუთარი თავის კონკურენტები თვითონვე ხდებით. ის, ვისაც თავისი თავის არ სჯერა, განურჩევლად ასაკისა - ვერ შეძლებს,დაარწმუნოს მსოფლიოს ვერც ერთი დამსაქმებელი და მიაღებინოს დადებითი გადაწყვეტილება. სამსახურის მძებნელი 40+ ადამიანი, რომელიც გამოცდილია, პიროვნულად მეტად ღირებულია, ვიდრე ახლად დამთავრებული უნივერსიტეტის დიპლომისა და სერტიფიკატების მქონე. პირველ რიგში, აუცილებელია თქვენი ბიოგრაფიით საკუთარ თავთან იყოთ მართალი, დააფასოთ როგორც საკუთარი დიდი გამოცდილება, ისე - თქვენი ნიჭი და უნარები. ვარდისფერი სათვალე მოიხსენით და ჰკითხეთ საკუთარ თავს: რამ განაპირობა თქვენი პროფესიის მრავალი წელი და რომელ დარგსა და სფეროში გრძნობთ თავს კარგად? რა გამოცდილება მიიღეთ და როგორ უმკლავდებოდით რთულ სიტუაციებს, რითი ამაყობთ? კომპანიის რომელ საფეხურებზე მოძრაობდით - ეროვნულზე თუ საერთაშორისოზე? რა გამოცდილება დააგროვეთ პროექტებიდან, ანუ რისი უნარები გამოიმუშავეთ - დაგეგმარების თუ კოორდინირების? და ბოლოს, რა განგასხვავებთ თქვენ დღეს 21 წლის უნივერსიტეტდამთავრებულისგან? პირველ რიგში, აუცილებელია ისეთი პოზიციებისა და დამსაქმებლების გამიზნული ძიება, რომლებიც ნამდვილად დააფასებენ თქვენს ღირებულ რესურსებს, როგორც გამოცდილი თანამშრომლისა, რომელმაც იცის საქმის ისე გაკეთება, რომ წარმატებას აუცილებლად მიაღწევს. ხოლო იმათ, ვინც ამის ნაცვლად განაგრძობს ისეთი სამუშაო ადგილების ძიებას, სადაც 2 წლის გამოცდილებას ითხოვენ ან დამწყებთათვის არის გათვლილი პოზიცია, რომელზეც ყველა გააკეთებს განაცხადს, არ აქვს შანსი. დიახ, გამიზნული მოკვლევა ისეთი დამსაქმებლებისა, რომელთაც აქვთ სამუშაო ადგილები გამოცდილი კანდიდატებისთვის, საჭიროებს ბევრ დროს და მოითხოვს მეტ კრეატიულობას, ვიდრე ყოველდღიურად ერთი და იმავე სამუშაო ბირჟების დათვალიერება. აქცენტი უნდა გაკეთდეს იმ დამსაქმებლბეზე, კომპანიებზე, სადაც ცხოვრებისეულ და ზოგად პროფესიულ გამოცდილებას უფრო მეტად აფასებენ, ვიდრე კონკრეტულ ცოდნას და სერტიფიკატებს, მაგალითად: მომხმარებელთან ურთიერთობის, მომსახურების სფეროში ინტერფეისის ფუნქციებისთვის ან დიდ პროექტებში მონაწილეობის გამოცდილებას; სადაც პროდუქციის და მომსახურების სანდოობაზე სხვა ადამიანების ნდობის მოპოვება გამომდინარეობს გამოცდილებიდან და ასაკიდან; სადაც ხელმძღვანელობა არ არის მეორეხარისხოვნად შესასრულებული სამუშაო, არამედ საპასუხისმგებლო მენეჯმენტია, რომელიც ჯგუფის წარმატების საწინდარია; სადაც თქვენი ერთგულება, კეთილსინდისიერება და პიროვნული თვისებები განაპირობებს წარმატებას; სადაც დარგებისა და პროდუქციის შესახებ ღრმა ცოდნა ექსპერტის ცოდნად ითვლება და მეტად ფასობს, ვიდრე ახლად აღებული ციფრული ტექნოლოგიების ბაკალავრის დიპლომი . 40+ ვინც გააზრებულად - გამიზნულად იწყებს ახალი სამუშაო ადგილის ძიებას, იპოვის კიდეც. სიცხადე, მიზანმიმართულობა და კომუნიკაბელურობა- არის ახალი სამსახურის გასაღები. რაც უფრო მშვიდად აღიქვამთ თქვენს ასაკს, მით უფრო ღირებულია თქვენი გამოცდილება და პიროვნება. გააკეთეთ აქცენტი იმაზე, თუ რა არის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი თქვენს ასაკში დღეს და რა იქნება მომდევნო რამდენიმე წლის განმავლობაში, რა ფასეულობებს მოუტანს კომპანიას პოზიციებზე და გუნდში თქვენი, როგორც "გამოცდილი ხელის”, მუშაობა. მიჰყევით თქვენს ცხოვრებისეულ გზას, რომელზეც შეგხვდებათ წინააღმდეგობები და საინტერესო მოვლენები, აგრეთვე, მიიღებთ გამოცდილებას, დაწერთ თქვენს პიროვნულ ისტორიას, ნაცვლად იმისა, რომ მალოთ თქვენი ასაკი, როგორც „მშიშარა მაძებარმა”. მოძებნეთ ის პოზიციები, სადაც გამოცდილება, ცოდნა და გამორჩეული პიროვნულობა ღირებულია, ნაცვლად იმისა, რომ იყოთ პანიკაში და პირდაპირ, ჯვარედინად თუ ირიბად რაც შეიძლება მეტი აპლიკაცია გზავნოთ.