იტვირთება...
ადამიანური რესურსების მართვის უმცროსი სპეციალისტი
GeoEng

ადამიანური რესურსების მართვის უმცროსი სპეციალისტი

დასახელება: ადამიანური რესურსების მართვის უმცროსი სპეციალისტი

გამოქვეყნდა: 26 ივნისი / ბოლო ვადა: 26 ივლისი

 

შპს "პისიშოპ.ჯი" კომპიუტერული და ელექტრონული ტექნიკის ქსელია. კომპანია 2005 წელს დაარსდა. კომპანიაში წარმოდგენილია პრემიუმ ბრენდების ციფრული ტექნიკის ყველაზე დიდი ასორტიმენტი.

 

დეტალური ინფორმაციისათვის ეწვიეთ ვებგვერდს: https://pcshop.ge/

 

კომპანია "პისიშოპ.ჯი" აცხადებს ვაკანსიას ადამიანური რესურსების მართვის უმცროსი სპეციალისტის პოზიციაზე.

 

ადგილმდებარეობა: თბილისი

ხელფასი: 1000 ლარი NET

 

სამუშაოს აღწერა და მოვალეობები:

 

** ვაკანსიების მომზადება, შესაბამის პლატფორმებზე განთავსება, კანდიდატების შერჩევა, პირველადი გასაუბრებების ორგანიზება და ჩატარება;

** მიღებული და გათავისუფლებული თანამშრომლების მონაცემების ელექტრონულ ბაზებში ასახვა.

 

საკვალიფიკაციო მოთხოვნები: უმაღლესი განათლება ან დამამთავრებელი კურსის სტუდენტი.

 

პიროვნული თვისებები:

 

** ეფექტური ვერბალური და წერილობითი კომუნიკაციის უნარი;

** ემპათია, გუნდური მუშაობის უნარი და სიტუაციების მართვა;

** ორგანიზებულობა;

** შრომისმოყვარეობა;

** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;

** პუნქტუალურობა;

** მოტივირებულობა;

** თვითგანვითარებაზე ორიენტირებულობა.

 

გთავაზობთ:

 

** სწავლას და კარიერულ წინსვლას;

** ჯანმრთელობის დაზღვევას;

** მეგობრულ სამუშაო გარემოს.

 

დაინტერესებულ კანდიდატებს, ვთხოვთ CV-ის გაგზავნას  ფოტოსურათთან ერთად მისამართზე: vacancy@pcshop.ge.

 

გთხოვთ, ვაკანსიის დასახელება მიუთითეთ სათაურის ველში.